YouVersion Logo
Search Icon

1 Chronicles 24

24
1ეს იყო აარონის ძეთა დასები. აარონის ძენი იყვნენ: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. 2ნადაბი და აბიჰუ მამაზე ადრე დაიხოცნენ; ორივე უძეოდ გადაეგნენ. ელეაზარი და ითამარი გახდნენ მღვდლები.#ლევ 10:1,2. 3და გაამწესა დავითმა ცადოკი, ელეაზარის ძეთაგან, და ახიმელექი, ითამარის ძეთაგან, თავ-თავიანთ სამსახურში, თავ-თავიანთი მოვალეობის მიხედვით. 4და აღმოჩნდა, რომ ელეაზარის შვილებში კაცები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ითამარის შვილებში, და დაანაწილეს მათ ისინი: ელეაზარის ძეთა მამისსახლს 16 თავკაცი არგუნეს, ხოლო ითამარის ძეთა მამისსახლს – რვა. 5ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები და ღვთისმსახურები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ. 6და აღნუსხა ისინი შემაყია ნეთანელის ძემ, ლევიანთა მწიგნობარმა, მეფისა და მთავართა წინაშე, ცადოკ მღვდლისა და ახიმელექ აბიათარის ძის წინაშე, მღვდელთა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე. ერთი მამისსახლი ელეაზარს უყრიდა წილს და ერთი ითამარს უყრიდა წილს. 7და პირველი წილი იეჰოიარიბს შეხვდა, მეორე – იედაყიას, 8მესამე – ხარიმს, მეოთხე – სეყორიმს, 9მეხუთე – მალქიას, მეექვსე – მიამინს, 10მეშვიდე – ჰაკოცს, მერვე – აბიას, 11მეცხრე – იესოს, მეათე – შექანიას, 12მეთერთმეტე – ელიაშიბს, მეთორმეტე – იაკიმს, 13მეცამეტე – ხუფას, მეთოთხმეტე – იეშებაბს, 14მეთხუთმეტე – ბილგას, მეთექვსმეტე – იმერს, 15მეჩვიდმეტე – ხეზირს, მეთვრამეტე – ჰაფიცეცს, 16მეცხრამეტე – ფეთახიას, მეოცე – ეზეკიელს, 17ოცდამეერთე – იაქინს, ოცდამეორე – გამულს, 18ოცდამესამე – დელაიას, ოცდამეოთხე – მაყაზიას. 19ეს არის მათი განაწესი, თუ როგორ უნდა მისულიყვნენ უფლის სახლში იმ სამსახურის გასაწევად, მათი მამის, აარონის, მიერ რომ იყო დაწესებული ისე, როგორც უფალმა, ისრაელის ღმერთმა, უბრძანა მას.
20ლევის დანარჩენ ძეთაგან იყვნენ: ყამრამის ძეთაგან – შუბაელი, შუბაელის ძეთაგან – იეხდეია, 21რეხაბიანთაგან – რეხაბიას ძეთაგან იშია იყო თავკაცი. 22იცჰარელთაგან – შელომოთი, შელომოთის ძეთაგან – იახათი. 23ხებრონის ძეთაგან – იერია, ამარია – მეორე, იახაზიელი – მესამე, იეკამეყამი – მეოთხე. 24ყუზიელის ძეთაგან – მიქა, მიქას ძეთაგან – შამირი. 25მიქას ძმა იყო იშია. იშიას ძეთაგან – ზაქარია. 26მერარის ძენი: მახლი და მუში. იაყაზიას ძეთაგან: ბენო. 27მერარის ძენი იაყაზიაჰუსგან: ბენო, შოჰამი, ზაქური და ყიბრი. 28მახლისგან: ელეაზარი, რომელსაც ვაჟები არ ჰყოლია. 29კიშისგან: კიშის ძე იერახმეელი. 30მუშის ძენი: მახლი, ყედერი, იერიმოთი. ესენი არიან ლევიანები, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით. 31მამისსახლთა თავკაცებმა უმცროსი ძმების თანასწორად ყარეს წილი თავიანთი ძმების – აარონიანების – მსგავსად, მეფე დავითის, ცადოკის, ახიმელექის, მღვდლებისა და ლევიანების მამისსახლთა თავკაცების წინაშე.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in