YouVersion Logo
Search Icon

1 Chronicles 23

23
1მოხუცდა დავითი და გაძღა წლებით, და თავისი ძე, სოლომონი, დასვა ისრაელის მეფედ.#3მფ 1:1-40. 2და შეკრიბა ისრაელის მთავრები, მღვდლები და ლევიანები. 3და აღრიცხეს ლევიანები 30 წელს გადაცილებული ლევიანები. და გამოვიდა სულ 38 ათასი კაცი. 4აქედან 24 ათასი უფლის ტაძრის საქმეს უძღვებოდა, 6 ათასი კი მოხელეები და მსაჯულები იყვნენ. 5კარისმცველი 4 ათასი იყო, 4 ათასი კი უფალს ადიდებდა იმ საკრავებით, რომლებიც დავითმა გააკეთა. 6და დაყო დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კოჰათის და მერარის ძეთა დასებად. 7გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმეყი; 8ლაყდანის ძენი: უფროსი იეხიელი, ზეთამი და იოელი – სამნი. 9შიმეყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ჰარანი – სამნი. ესენი არიან ლაყდანის მამისსახლთა თავკაცები. 10შიმეყის ძენი: იახათი, ზინა, იეყუში და ბერიყა. ესენი არიან შიმეყის ძენი – ოთხნი. 11იახათი უფროსი იყო, ზიზა – მომდევნო; იეყუშსა და ბერიყას ძალიან ცოტა შვილები ჰყავდათ, ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ. 12კოჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი – ოთხნი. 13ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის გამოირჩა, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი სამარადისოდ, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ.#გამ 28:1. 14მოსე ღვთისკაცი იყო და მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს. 15მოსეს ძენი: გერშომი, ელიყეზერი. 16გერშომის ძე: შებუელი – უფროსი. 17ელიყეზერის ძე: რეხაბია – უფროსი. ელიეზერს მეტი შვილი არც ჰყოლია, რეხაბიას ძენი კი ძალიან გამრავლდნენ. 18იცჰარის ძე: შელომითი – უფროსი. 19ხებრონის ძენი: იერია – უფროსი, ამარია – მეორე, იახაზიელი – მესამე, იეკამეყამი – მეოთხე, 20ყუზიელის ძენი: მიქა – უფროსი, იშია – მეორე. 21მერარის ძენი: მახლი და მუში; მახლის ძენი: ელეაზარი და კიში. 22ელეაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა – ბიძაშვილებმა – შეირთეს. 23მუშის ძენი: მახლი, ყედერი და იერემოთი – სამნი. 24აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის ტაძრის სამსახურს უძღვებოდნენ, 20 წელს გადაცილებულნი. 25რადგან თქვა დავითმა: „უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი უკუნისამდე. 26და აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლის ტარება.“#რჯ 10:8. 27დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს 20 წელს გადაცილებული ლევიანები, 28რათა ისინი მდგარიყვნენ აარონის ძეთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური.#რცხ 3:5-9. 29და ეზრუნათ საწინაშეო პურზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის ზომა-წონაზე, 30დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე, 31და ყველა სრულადდასაწველზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დაწესებული, უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად, 32რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდრის შესახებ და დადგენილება აარონის ძეთა – მათი ძმების – შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in