Mark 8
8
1იმ დღეებში კვლავ დიდძალი ხალხი იყო მასთან და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ. მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: 2„მებრალება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ. 3უჭმელნი რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული.“ 4მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: „საიდან უნდა შევძლოთ ამდენი ხალხის დაპურება უდაბნოში?“ 5და ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ თქვეს: „შვიდი.“ 6და უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. და ჩამოურიგეს ხალხს. 7და ჰქონდათ რამდენიმე პატარა თევზიც. აკურთხა ისინიც და უბრძანა ჩამოერიგებინათ. 8და ჭამეს და გაძღნენ, და დარჩენილი ნატეხებისგან შვიდი კალათი აიღეს. 9იყვნენ ასე 4 ათასამდე. და გაუშვა ყველანი. 10და მაშინვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და წავიდნენ დალმანუთის მხარეში.
11და გამოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს კამათი და მოითხოვდნენ მისგან გამოსაცდელად ნიშანს ციდან. #მთ 12:38; ლკ 11:16. 12და ამოიოხრა ღრმად თავისი სულით და თქვა: „რისთვის თხოულობს ეს თაობა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არ მიეცემა ამ თაობას ნიშანი.“#მთ 12:39; ლკ 11:29. 13და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა.
14პურის წაღება დაავიწყდათ, ნავში კი ერთი პურის მეტი არა ჰქონდათ. 15და უბრძანა და უთხრა: „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.“#ლკ 12:1. 16ისინი კი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „არა გვაქვს პური.“ 17მიხვდა და ეუბნება მათ: „რატომ ამბობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაიგეთ და ვერ შეიგნეთ? გული გაგიქვავდათ? 18თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყურები გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ? #იერ 5:21; ეზკ 12:2; მრკ 4:12. 19როდესაც ხუთი პური დავტეხე 5 ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ ეუბნებიან: „თორმეტი.“ 20„როცა 4 ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ და ეუბნებიან: „შვიდი.“ 21და უთხრა მათ: „როგორ ვერ ხვდებით?“
22მივიდნენ ბეთსაიდაში და მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას. 23მოჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელი და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“ 24მან მაღლა აიხედა და თქვა: „ვხედავ ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს, როგორც ხეებს.“ 25მერე კვლავ დაადო ხელი თვალებზე და თვალისჩინი აღუდგა მას, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა. 26გაისტუმრა შინ და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ.“
27წავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებისკენ და გზაში შეეკითხა იგი თავის მოწაფეებს: „რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე?“ 28მათ უთხრეს: „ამბობენ, იოანე ნათლისმცემელიო, სხვები – ელიაო, სხვები – ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო.“ #მრკ 6:14,15; ლკ 9:7,8. 29ჰკითხა მათ: „თქვენ რაღას იტყვით, ვინ ვარ მე?“ მიუგო პეტრემ და უთხრა: „შენ ხარ ქრისტე.“#იო 6:68,69. 30და უბრძანა მათ, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე.
31და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს ბევრი იტანჯოს, უარყოფილ იქნას უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს. 32და ცხადად ამბობდა ამ სიტყვას. და გაიყვანა პეტრემ და დაუწყო კიცხვა. 33ის კი მიბრუნდა და შეხედა თავის მოწაფეებს. და გაკიცხა პეტრე და ეუბნება: „გამშორდი, სატანავ! ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას.“ 34და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს ჩემი გამოყოლა, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. #მთ 10:38; ლკ 14:27. 35ვისაც სურს თავისი სიცოცხლის ხსნა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ან სახარების გულისთვის დაღუპავს თავის სიცოცხლეს, იხსნის მას. #მთ 10:39; ლკ 17:33; იო 12:25. 36რას არგებს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყნიერება შეიძინოს, თავის სიცოცხლეს კი ავნოს? 37ან რას გასცემს ადამიანი თავისი სიცოცხლის სანაცვლოდ? 38რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ გარყვნილ და ცოდვილ თაობაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.“
Currently Selected:
Mark 8: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013