YouVersion Logo
Search Icon

Luke 2

2
1იმ დღეებში გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, აღეწერათ მთელი ქვეყანა. 2ეს აღწერა პირველი იყო და მოხდა ის სირიაში კვირინიუსის გამგებლობისას. 3და მიდიოდა ყველა აღსაწერად, თითოეული თავის ქალაქში. 4იოსებიც ავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, რადგან იგი დავითის სახლიდან და საგვარეულოდან იყო. 5რათა აღწერილიყო თავის დანიშნულთან, მარიამთან, ერთად, რომელიც ორსულად იყო. 6მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის ჟამი. 7და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და დააწვინა ბაგაში, რადგან სასტუმროში მათთვის ადგილი არ იყო.
8იმ მხარეში მწყემსები მინდვრად იყვნენ გასული და ღამის დარაჯად უდგნენ თავიანთ სამწყსოს. 9და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ თავზე და უფლის დიდება გამოუბრწყინდა მათ და შეეშინდათ დიდი შიშით. 10და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება: 11რადგან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. 12და ეს გექნებათ ნიშნად: იპოვით ჩვილს, შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს.“ 13და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: 14„დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე კეთილი ნების ადამიანებს!“ 15და როდესაც ანგელოზები მათგან ზეცად ადიოდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ მომხდარი, რაც უფალმა გვაუწყა.“ 16გაეშურნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაში მწოლარე ჩვილი. 17და როდესაც ნახეს, აუწყეს მათ ის, რაც ემცნოთ ამ ჩვილის შესახებ. 18და ყველა, ვინც ისმენდა, გაკვირვებული იყო მწყემსების ნაამბობით. 19მარიამმა კი დაიუნჯა მთელი ეს ამბავი და გულში ამოძრავებდა მას. 20და დაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც გაიგონეს და იხილეს, როგორც ემცნო მათ.
21და როდესაც შესრულდა რვა დღე მისი წინადაცვეთის შესასრულებლად, ეწოდა მას სახელად იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული საშოში ყოფნამდე. #ლევ 12:3; ლკ 1:31.
22და როდესაც დასრულდა მათი განწმედის დღეები მოსეს რჯულისამებრ, აიყვანეს იგი იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად, #ლევ 12:6-8. 23როგორც წერია უფლის რჯულში: „ყოველ პირველშობილ მამრს უფლის წმიდა ეწოდოს;“#გამ 13:2,12. 24და როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი – „წყვილი გვრიტის ან მტრედის ორი ხუნდის მსხვერპლად შესაწირად.“ 25და აჰა, იყო კაცი იერუსალიმში, სახელად სიმეონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე. 26სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე. 27და შევიდა სულით აღძრული სიმეონი ტაძარში, და როდესაც მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა ყველაფერი გაეკეთებინათ მისთვის, როგორც რჯულის წესია, 28მან მიირქვა ჩვილი მკლავებზე, ადიდა ღმერთი და თქვა: 29„ახლა კი გაუშვი, ბატონო, შენი მსახური მშვიდობით, როგორც ნათქვამი გაქვს, 30რადგან იხილა ჩემმა თვალმა შენი მაცხოვარება, 31რომელიც შენ განამზადე ყოველი ერის წინაშე, 32წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, სადიდებლად.“ #ესა 42:6; 49:6; 52:10. 33იოსებს და მის დედას კი უკვირდათ მასზე ნათქვამი. 34აკურთხა სიმეონმა ისინი და უთხრა მარიამს, მის დედას: „აჰა, დადგენილია ის ისრაელში მრავალთა დასამხობად და აღსადგენად და ნიშნად, რომელსაც შეედავებიან – 35და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, და გაცხადდება მრავალთა გულის ზრახვები.“
36და იყო ჰანნა წინასწარმეტყველი, ფანუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, თავისი ქალწულობის შემდეგ შვიდ წელიწადს ქმართან ნაცხოვრები. 37და იყო იგი 84 წლის ქვრივი და არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღისით და ღამით. 38ისიც იმავე დროს მივიდა და ადიდებდა ღმერთს და აუწყებდა ყრმაზე ყველას, ვინც კი მოელოდა გამოსყიდვას იერუსალიმში.
39და როდესაც აღასრულეს ყოველივე უფლის რჯულისამებრ, დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში. #მთ 2:23. 40ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით, და იყო ღმერთის მადლი მასზე.
41და ადიოდნენ მისი მშობლები ყოველ წელიწადს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. #გამ 12:1-27; რჯ 16:1-8. 42და 12 წლისა რომ გახდა, ავიდნენ იერუსალიმში ჩვეულებისამებრ, სადღესასწაულოდ. 43ხოლო იმ დღეების დასრულების შემდეგ, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში, იოსებმა და მისმა დედამ კი არ იცოდნენ. 44ეგონათ, რომ მგზავრებს შორის იყო და ერთი დღის გზა რომ გაიარეს, დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. 45და როდესაც ვერ ნახეს, დაბრუნდნენ იერუსალიმში მის საძებნელად. 46სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში მჯდომარე მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ. 47და გაოცებული იყო ყველა მსმენელი მისი გონიერებითა და პასუხებით. 48დაინახეს იგი და გაუკვირდათ, და მისმა დედამ უთხრა მას: „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე გულშემოყრილები დაგეძებდით.“ 49და უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ რაც მამაჩემისა არის, მასში მმართებს ყოფნა?“ 50ხოლო მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რასაც ის ეუბნებოდათ. 51და გაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს, და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში დაიუნჯა მთელი ეს ამბავი. 52ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმერთისა და ადამიანების წინაშე. #1მფ 2:26; იგვ 3:4.

Currently Selected:

Luke 2: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in