YouVersion Logo
Search Icon

Jude 1

1
1იუდა, იესო ქრისტეს მონა და იაკობის ძმა – მოწოდებულებს, საყვარელთ მამა ღმერთში და დაცულთ იესო ქრისტეში: #მთ 13:55; მრკ 6:3. 2წყალობა, მშვიდობა და სიყვარული გაგიმრავლდეთ.
3საყვარელნო! ძალიან მონდომებული ვიყავი თქვენთვის მოსაწერად ჩვენს საერთო ხსნაზე. საჭიროდ ვცანი მომეწერა თქვენთვის გასამხნევებლად, რომ იბრძოლოთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაეცა წმიდებს. 4რადგან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი, უღვთონი, რომელთაც ჩვენი ღმერთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ ხელმწიფესა და უფალს იესო ქრისტეს.
5მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ უფალმა ერთხელ იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან, ხოლო შემდეგ კი დაღუპა ურწმუნონი. #გამ 12:51; რცხ 14:29,30. 6ხოლო იმ ანგელოზებს, რომელთაც არ დაიცვეს საკუთარი ხელმწიფება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, ამყოფებს საუკუნო ბორკილებში წყვდიადში დიადი განკითხვის დღემდე. 7ასევე, სოდომი და გომორა და მათ ირგვლივ ქალაქები, მათ მსგავსად რომ მრუშობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითად არიან დადგენილნი. #დაბ 19:1-24.
8მსგავსადვე ეს მეოცნებენიც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ. 9მიქაელ მთავარანგელოზმაც კი ეშმაკთან დავისას, როცა ეცილებოდა მას მოსეს სხეულისათვის, ვერ იკისრა გმობის მსჯავრის წარმოთქმა, არამედ თქვა: „შეგრისხოს უფალმა!“ #დან 10:13,21; 12:1; გცხ 12:7; რჯ 34:6; ზაქ 3:2. 10ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც იციან ბუნებრივად, როგორც უგონო ცხოველებმა, იმით იხრწნებიან. 11ვაი მათ, რადგან კაენის გზით დადიან და აჰყვნენ ბალაამის ცდომილებას, საზღაურისთვის ჩადენილს, და კორახის ამბოხში იღუპებიან. #დაბ 4:3-8; რცხ 16:1-35; 22:1-35. 12თქვენი სიყვარულის პურობებზე ისინი წყალქვეშა კლდეები არიან. უშიშრად ნადიმობენ თქვენთან ერთად და მასპინძლობენ თავიანთ თავს; ქარისგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან; შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის მკვდარნი და ამოძირკვულნი, 13ზღვის მძვინვარე ტალღები, თავისივე სირცხვილით აქაფებულნი; ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც უკუნეთი წყვდიადია შენახული საუკუნოდ.
14იწინასწარმეტყველა მათზე ენოქმაც, ადამიდან მეშვიდე თაობაში, და თქვა: „აჰა, მოდის უფალი თავის 10 ათას წმიდასთან ერთად, #დაბ 5:18,21-24. 15რათა განიკითხოს და ამხილოს ყველა ყოველგვარი უღვთო საქმისათვის, რაც მათ უღვთოებით ჩაიდინეს, და ყველა სისასტიკისთვის, მის მიმართ რომ უთქვამთ უღვთო ცოდვილებს.“ 16ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთ გულისთქმებს აყოლილნი, მათი ბაგენი მაღალფარდოვნად მეტყველებენ, პირფერობენ ანგარების გამო.
17თქვენ კი, საყვარელნო, გახსოვდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოციქულთაგან წინასწარ თქმული, 18რომ გეუბნებოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს იქნებიან მქირდავნი, თავიანთი უღვთო გულისთქმებით მავალნი. #2პტ 3:3. 19ესენი არიან განმყოფელნი, მიწიერნი, რომელთაც სული არა აქვთ. 20ხოლო თქვენ, საყვარელნო, აღაშენეთ თქვენი თავი უწმიდეს რწმენაზე, ილოცეთ სულიწმიდით, 21შეინახეთ თქვენი თავი ღმერთის სიყვარულში და დაელოდეთ წყალობას ჩვენი უფალი იესო ქრისტესაგან საუკუნო სიცოცხლისათვის. 22ერთნი, დაეჭვებულნი, დაარწმუნეთ, 23სხვანი იხსენით ცეცხლიდან გამოტაცებით, სხვანი შეიწყალეთ შიშით, შეიზიზღეთ ხორცისაგან შებილწული მათი სამოსიც კი.
24ხოლო მას, ვისაც ძალუძს დაგიცვათ დაცემისაგან და უბიწონი დაგადგინოთ სიხარულში მისი დიდების წინაშე, 25ერთადერთ ღმერთს, ჩვენს მაცხოვარს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ დიდება, სიდიადე, ძალა და ხელმწიფება ყოველთა საუკუნეთა უწინარეს, აწ და ყოველთა საუკუნეთა მიმართ. ამინ.

Currently Selected:

Jude 1: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in