YouVersion Logo
Search Icon

ტიტ. 1

1
ხარისხი ეკლესიის სამსახურში
1პავლე, ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული, ღვთის რჩეულებს რწმენით და ჭეშმარიტების შეცნობით, ღვთისმოსაობის შესაბამისად,
2საუკუნო სიცოცხლის სასოებით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა უწინარეს საუკუნეთა.
3ხოლო თავის დროზე გამოაცხადა თავისი სიტყვა ქადაგებაში, რომელიც მომენდო მე ჩვენი მაცხოვარი ღვთის ბრძანებით.
4ტიტეს, ნამდვილ შვილს საერთო რწმენაში, მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღვთისაგან და ჩვენი მაცხოვრის, ქრისტე იესოსაგან.
5იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე.
6თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი.
7ვინაიდან ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის მნე, არა თვითნება, არა გულფიცხი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არა ანგარების მოყვარე,
8არამედ სტუმართმოყვარე, კეთილის მოყვარული, აზრიანი, მართალი, წმიდა,
9სარწმუნო სიტყვის მიმდევარი მოძღვრების მიხედვით, რომ შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და დაარწმუნოს მოკამათენი.
ამხილე იუდეველთა ზღაპრები
10ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან,
11რომლებსაც უნდა აეკრათ პირები. ისინი რყვნიან ყველა სახლს, ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ, სამარცხვინო ანგარებისთვის.
12ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა თქვა: „კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები“.
13ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით ამხილე ისინი მკაცრად, რათა ისინი საღნი იყვნენ რწმენაში.
14ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას.
15წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ხოლო წაბილწულთა და ურწმუნოთათვის არაფერია წმიდა, არამედ წაბილწულია მათი გონებაც და სინდისიც.
16ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, ვინაიდან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.

Currently Selected:

ტიტ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in