ფსალმ. 80
80
1გუნდის ლოტბარს, გითითის ხმაზე. ასაფისა.
2უგალობეთ ღმერთს, სიმაგრეს ჩვენსას; შეჰღაღადეთ იაკობის ღმერთს!
3ასწიეთ სიმღერა და დაუკარით დაირა, ტკბილხმიანი ქნარი ებანთან ერთად.
4ჩაჰბერეთ ახალმთვარობაზე ბუკს, სრულმთვარობაზე, ჩვენი დღესასწაულის დღეს.
5რადგან ეს არის კვალი ისრაელისა, სამართალი იაკობის ღმერთისა.
6ეს დაადგინა მან მოწმობად იოსებისათვის, როცა გამოვიდა ეგვიპტის ქვეყნიდან;
7ენა, რომელიც არ ვიცოდი, ვისმინე: „მოვხსენი ტვირთი მხრებიდან, მისი ხელები აღარ დაათრევენ გოდორს.
8გაჭირვებაში მომიხმე და გადაგარჩინე, გპასუხობდი იდუმალებით სავსე ქუხილის ხმით, გამოგცადე მერიბას წყლებზე.
9ისმინე, ჩემო ერო, და დაგიმოწმებ მე, ისრაელო, თუ მომისმენ.
10არ იყოს შენში სხვა ღმერთი და თაყვანი არ სცე უცხო ღმერთს.
11მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, განავრცე პირი შენი და გავავსებ მას.
12არ ისმინა ჩემმა ერმა ხმა ჩემი, და ისრაელი არ დამემორჩილა.
13და მივუშვი ისინი თავიანთ გულისწადილზე, იარონ თავიანთ ნებაზე.
14ჩემს ერს რომ ჩემი ესმინა
15მოკლე ხანში მოვდრეკდი მათს მტრებს და მათს მჩაგვრელებზე ხელს აღვმართავდი.
16უფლის მოძულენი ლიქნას დაუწყებდნენ; და მათი ჟამი იქნებოდა სამარადისო.
17გამოვკვებავდი მათ ნოყიერი ხორბლით და კლდის თაფლით გავაძღებდი.“
Currently Selected:
ფსალმ. 80: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002