ფსალმ. 79
79
1გუნდის ლოტბარს. შოშანიმ ყედუთის ხმაზე. ასაფისა. ფსალმუნი.
2მწყემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ; წინ რომ უძღოდი იოსებს, ვითარცა ცხვარს; ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.
3ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე და მოდი ჩვენს სახსნელად.
4ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
5უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე?
6აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებით სავსე თასს.
7დაგესვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში, და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ.
8უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
9ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის;
10გაწმინდე მის წინ, გაადგმევინე ფესვები
11მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა რქებმა – ნაძვი ღმრთისა;
12რქები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე – თვისი ნამსხვრევი.
13რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი, რომ ყოველი გამვლელი მას ძარცვავს?
14ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები კორტნიან მას.
15ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს.
16გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე!
17დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან.
18იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე.
19და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ.
20უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ. გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
Currently Selected:
ფსალმ. 79: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002