YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 37

37
1ფსალმუნი დავითისა. გასახსენებელი.
2უფალო, შენი განრიხსებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი.
3რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
4არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.
5რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემზე.
6აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურების გამო.
7წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
8რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.
9დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
10უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი, და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან.
11ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა, და თვალთა ჩემთა სინათლე – აღარც ის არის ჩემთან.
12ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს განმიდგნენ.
13მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ ჩემს დაღუპვაზე და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.
14მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.
15და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესიმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.
16რადგან შენ გელოდები, უფალო. შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.
17რადგან ვთქვი: „ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.“
18მარცხისთვის მე მზადა ვარ, და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ.
19რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე.
20ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან, და მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი.
21კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.
22ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ განმშორდები.
23გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!

Currently Selected:

ფსალმ. 37: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in