ფსალმ. 38
38
1გუნდის ლოტბარს, იედუთუნს. დავითის ფსალმუნი.
2ვიფიქრე: „დავიცავ ჩემს გზებს, რომ არ შევცოდო ჩემი ენით; ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემს წინაშე.“
3მთლიანად დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი,
4გახურდა გული ჩემს შიგნით, ჩემს აზრებში ცეცხლი აღეგზნო; ვიწყე ლაპარაკი ჩემი ენით:
5„მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული, და – როგორია ხანგრძლიობა ჩემი დღეების. შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.
6აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო ჩემი სიცოცხლის ხანი არაფერია შენს წინაშე; ჭეშმარიტად, ერთი ამოსუნთქვაა კაცის სიცოცხლე!
7ამიტომ აჩრდილს დადევნებია ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.
8„და ახლა, რას ველი, ბატონო? შენზეა ჩემი იმედი.
9ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის სალანძღავად.
10დავდუმდი, ბაგეს ვეღარ ვაღებ, რადგან შენ ჰქმენ ამგვარად.
11ამარიდე სასჯელი შენი; გავილიე შენი მომსვრელი ხელით.
12თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი.
13მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენი, და ერთი ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.
14მზერა მომაშორე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.“
Currently Selected:
ფსალმ. 38: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002