YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 30

30
1გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა.
2გევედრები, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენ.
3მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
4რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.
5გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.
6შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.
7შევიძულე კერპების დამცველები და მე მივენდე უფალს.
8ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით, რადგან შენ იხილე ჩემი სისაწყლე, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა.
9და არ მიმეცი ხელსა მტრისას; ფართოდ დაამკვიდრე ფერხნი ჩემნი.
10შემიწყალე, უფალო, რადგან მიჭირს, დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
11რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები – გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა.
12ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენ, და მეზობლისაგან – მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან.
13გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი.
14რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიშია ყოველი მხრიდან! ისინი შეითქვნენ ჩემს წინააღმლეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს,
15მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი.“
16შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მტერთა ხელთაგან, და ჩემთა მიმდევართა
17უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით.
18უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ. დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ჯოჯოხეთში.
19დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე, ქედმაღლობით და სიძულვილით.
20რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, უფალო, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.
21შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან,
22კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა თვისი საკვირველი წყალობა გამაგრებულ ქალაქში.
23და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“. მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმობდი.
24შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.
25გამხნევდით და გული გაიმაგრეთ, ყველამ,

Currently Selected:

ფსალმ. 30: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy