რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები – გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა.
ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენ, და მეზობლისაგან – მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან.