YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 19

19
1გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა.
2გისმინოს შენმა უფალმა გაჭირვების დღეს, აღგამაღლოს შენ, იაკობის ღმერთის სახელმა.
3გამოგიგზავნოს შემწეობა საწმიდრიდან და სიონიდან შეგამაგროს შენ.
4გაიხსენოს ყველა შენი შესაწირავი და მსუყედ ექმნეს სრულადდასაწველი შენი.
5მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
6ვიმხიარულებთ, რადგან გშველის; და ჩვენი ღვთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
7ახლა მივხვდი, რომ იხსნა უფალმა ცხებული თვისი; თავისი წმიდა ზეციდან უპასუხებს მას თავისი მხსნელი მარჯვენის ძლიერებით.
8ზოგნი ეტლებით იქადიან და ზოგნი ცხენებით, ჩვენ კი ჩვენი ღმერთის სახელს ვიხსენებთ.
9ისინი მოიდრიკნენ და დაეცნენ, ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.
10უფალო! იხსენი მეფე ჩვენი და გვისმინე, როდესაც შემოგღაღადებთ.

Currently Selected:

ფსალმ. 19: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in