YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 18

18
1გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა.
2ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო.
3დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს,
4არც ენა უნდა და არც სიტყვა, მათი ხმა რომ ისმოდეს.
5მთელი დედამიწის ზურგზე გადის მათი ხაზი და სამყაროს კიდეებამდე აღწევს მათი სიტყვები; მზეს დაუდგა კარავი მათში.
6და ის ვითარცა ნეფე, გამოდის საქორწინო გავალაკიდან; იხარებს ვითარცა გმირი გარბენას გზისას.
7ცათა კიდიდან არის მისი აღმოსავალი და მისი ბრუნვა – მათ კიდეებამდე, და ვერაფერი ემალება მის მხურვალებას.
8რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს; მცნება უფლისა ჭეშმარიტია, გააგონიერებს მიამიტებს.
9მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს.
10შიში უფლისა წმიდა არის, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ.
11სასურველნი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
12და შენი მორჩილი მათით არის განათლებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
13ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომანი? განმწმიდე მე დაფარულთაგან.
14ნებლიე ცოდვებს განაშორე მსახური შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქმნები, და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
15დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.

Currently Selected:

ფსალმ. 18: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in