YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 123

123
1გალობა აღსავალთა. დავითისა. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან – თქვას ისრაელმა –
2უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგნენ ჩვენს წინააღმდეგ კაცნი,
3მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.
4მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს;
5გადაუვლიდნენ ჩვენს სულს ბობოქარი წყლები.
6კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.
7ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.
8ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია – ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.

Currently Selected:

ფსალმ. 123: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in