YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 124

124
1გალობა აღსავალთა. რომელნიც უფალზე არიან დანდობილი, სიონის მთასავით არიან, რომელიც არ ირყევა, არამედ, იდგება უკუნისამდე.
2იერუსალიმს ირგვლივ მთები არტყია, და უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისამდე.
3რადგან არ დარჩება კვერთხი ბოროტისა მართალთა წილზე, რათა არ გაიწოდონ მართლებმა ხელი სიმრუდეზე.
4სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს!
5ხოლო გადახრილებს გულარძნილობად წაიყვანს უფალი ბოროტმოქმედებთან ერთად. მშვიდობა ისრაელს!

Currently Selected:

ფსალმ. 124: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in