ფსალმ. 115
115
1მწამდა, რასაც ვამბობდი, „დავიტანჯე, ფრიად დავიტანჯე.“
2ვთქვი ჩემი აჩქარებისას, „ყოველი კაცი ცრუა!“
3რით გადავუხადო უფალს ყოველივესთვის, რაც მე მომიზღო?
4თასს შეწევნისას ავიღებ და უფლის სახელს წარმოვთქვამ;
5ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ერის წინაშე.
6ძვირფასია უფლის თვალში სიკვდილი მისი წმიდებისა.
7გევედრები, უფალო, რადგან მე მორჩილი ვარ შენი; ძე შენი მხევლისა, გახსენი ჩემი ბორკილები.
8შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.
9ჩემს აღთქმებს უფლისადმი შევასრულებ მთელი მისი ერის წინაშე,
10უფლის სახლის ეზოში, შენს შუაგულში, იერუსალიმო! ალელუია!
Currently Selected:
ფსალმ. 115: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002