ფსალმ. 114
114
1მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას და
2რომ მომაპყრო ყური; და ჩემი დღენი მსურს მოვუხმობდე მას.
3გარს შემომერტყნენ სასიკვდილო ტკივილები, ჯოჯოხეთის სატანჯველი მომადგა მე, გაჭირვება და მწუხარება ვპოვე.
4და სახელს მოვუხმობ უფლისას: „გევედრები, უფალო, გადაარჩინე სული ჩემი!“ –
5მოწყალეა უფალი და მართალი, და შემბრალეა ღმერთი ჩვენი.
6იცავს უფალი გულუბრყვილოებს; დავუძლურდი და მან მიშველა მე.
7დაბრუნდი, სულო ჩემო, შენს სიმშვიდეში, რადგან უფალმა კეთილი მოგაგო შენ!
8რადგან შენ იხსენი სული ჩემი სიკვდილისაგან, თვალი ჩემი – ცრემლისაგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისაგან;
9ვივლი უფლის წინაშე ცოცხალთა ქვეყანაში.
Currently Selected:
ფსალმ. 114: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002