YouVersion Logo
Search Icon

იობ. 29

29
იობის პასუხის გაგრძელება
1და განაგრძო იობმა თავისი იგავის თხრობა და თქვა:
2როგორც იმ დღეებში, როცა მიცავდა ღმერთი;
3როცა მისი ლამპარი თავს დამნათოდა, და მის შუქზე ბნელში გზას ვიკვლევდი.
4როგორც ვიყავი ჩემი შემოდგომის დღეებში, როცა ღვთის მეგობრობა ადგა ჩემს კარავს;
5როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი, და გარს ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ;
6როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა, და კლდე ღვარად ადენდა ჩემთვის ზეთის ნაკადებს;
7როცა გავდიოდი ქალაქის კარიბჭესთან, ვიმზადებდი მოედანზე დასაჯდომელს.
8დამინახავდნენ ჭაბუკები და იმალებოდნენ, ხოლო მოხუცები წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ;
9მთავარნი თავს იკავებდნენ სიტყვის დაძვრაზე და პირზე ხელს იფარებდნენ;
10დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა.
11ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა,
12რადგან მიხსნია ღატაკი, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა.
13კურთხევა განწირულისა ჩემზე მოსულა, და ქვრივის გული გამიხარებია.
14სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი.
15ბრმისათვის თვალები ვყოფილვარ, და კოჭლისთვის – ფეხები;
16გლახაკისთვის მამა ვყოფილვარ; და ჩემთვის უცნობი საქმე გამომიძიებია.
17უკეთური კაცისთვის ყბები დამილეწავს, და კბილებიდან ნატაცარი გამომიგლეჯია.
18და მითქვამს: ‘ჩემს საბუდარში მოვკვდები და ქვიშასავით იმრავლებენ ჩემი დღენი.
19ჩემი ფესვი გადგმულია წყლისაკენ და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე.
20ჩემი დიდება კვლავ აღდგება და ხელში მშვილდი განმიახლდება.’
21მისმენდნენ და მელოდებოდნენ, და ჩემს რჩევაზე დუმდნენ;
22ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს იტყოდნენ, და მათზე ეწვეთებოდა ჩემი ნათქვამი;
23წვიმასავით მელოდებოდნენ, და როგორც გაზაფხულის წვიმას, პირს მიშვერდნენ;
24გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, და ჩემი სახის ნათელი არ მოუქუფრავთ.
25გზას ვურჩევდი მათ და მთავრად ვიჯექი; და დავივანე, როგორც მეფემ ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელმა!“

Currently Selected:

იობ. 29: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in