YouVersion Logo
Search Icon

იობ. 26

26
იობის მერვე პასუხი
1და მიუგო იობმა და თქვა:
2„რით შეწევნიხარ უძლურს? რითი გიხსნია უმწეო მკლავი?
3რა რჩევა მიგიცია სიბრძნეს მოკლებულისთვის? და რა ბევრი სიბრძნე გისწავლებია?
4ვისთვის გითქვამს ეს სიტყვები, და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
5ლანდები ძრწიან ქვეშეთში, წყალნი და მისი მკვიდრნი.
6გაშიშვლებულა შავეთი მის წინაშე და არა აქვს საფარველი აბადონს.
7მან განავრცო ჩრდილოეთი სიცარიელეზე, არარაობაზე დაჰკიდა დედამიწა.
8იგი ჰკრავს წყლებს თავის ღრუბლებში, და არ სკდება ღრუბელი მათ ქვეშ.
9იგი ბურავს სავსე მთვარის პირს, თავისი ღრუბელი მასზე განართხო.
10წყლის ზედაპირზე წრე შემოავლო ნათლისა და ბნელის საზღვრამდე.
11ცის სვეტები ირყევიან და ძრწიან მის შერისხვაზე.
12თავისი ძალით დააცხრო ზღვა და თავისი გონებით შემუსრა რაჰაბი.
13მისი სულით ცა გამშვენდა, მისმა ხელმა განგმირა გაქცეული გველი.
14აჰა, ესენია მისი გზების კიდენი. და რა ჩურჩული გვესმის მასზე! ვინ გაიგებს მისი ძლიერების გრგვინვას?“

Currently Selected:

იობ. 26: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in