YouVersion Logo
Search Icon

იობ. 16

16
იობის მეოთხე პასუხი
1და მიუგო იობმა და თქვა:
2„ამისთანები ბევრი მსმენია, ამაო ნუგეშისმცემელნი ხართ ყველანი!
3ნეტა მოეღება ბოლო ქარიან სიტყვებს? და რამ შეგაურვა, ასეთ პასუხს რომ იძლევი?
4მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, თქვენი სული ჩემი სულის ადგილზე რომ ყოფილიყო. თავს მოვუყრიდი სიტყვებს თქვენს წინააღმდეგ, და თავის ქნევას დავიწყებდი,
5გაგამხნევებდით ჩემი პირით, და ჩემს ბაგეთა მოძრაობა დაგიამებდათ ტკივილს.
6თუ ვილაპარაკებ, ტკივილი არ დამიამდება, თუ დავდუმდები, რა გამშორდება?
7მაგრამ ახლა მან დამქანცა. შენ დამიქციე მთელი ჩემი კრებული.
8შენ გამიჩინე ნაოჭები, რაც მოწმობაა ჩემს წინააღმდეგ, წამოიმართა ჩემს წინააღმდეგ ჩემი სიმჭლევე, და იგი მოწმობს ჩემს საპირისპიროდ.
9მისი რისხვა მფლეთს და მემტერება, კბილებს მიღრჭიალებს, ჩემი მტერი თვალებს აკვესებს ჩემზე,
10პირი აქვთ ჩემზე დაღრენილი, მაგინებენ და სახეში მცემენ, ერთად შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ.
11მიმცა მე ღმერთმა უსამართლოს, და ურჯულოთა ხელში ჩამაგდო.
12მშვიდად ვიყავი და დამლეწა; ჩამავლო კისერში ხელი და დამლეწა, და თავის სამიზნედ დამსვა.
13გარს მეხვევიან მისი ისრები. ის სერავს ჩემს თირკმელებს და არ იბრალებს, ანთხევს ჩემს ნაღველს მიწაზე.
14იგი ლეწვით მლეწავს და მლეწავს, მეომარივით გამორბის ჩემკენ.
15ძაძა გადავიკერე კანზე და მიწა მტვერში ამოვიგანგლე რქა.
16სახე ალეწილი მაქვს ტირილისაგან და სიკვდილის აჩრდილია ჩემს წამწამებზე.
17თუმცა არაა ძალადობა ჩემს ხელთ და ჩემი ლოცვაც წმიდაა.
18მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს, და ნუ ექნება თავმისადრეკი ჩემს მოთქმას.
19ახლა კი, აჰა, ცაშია ჩემი მოწმე, ჩემი ქომაგი მაღალთა შინაა.
20ჩემნო ქომაგნო, ჩემო მეგობრებო, ღვთის მიმართ აღივსება ჩემი ცრემლი,
21რათა განსაჯოს მან კაცსა და ღმერთს შორის, როგორც ადამიანსა და მის მოყვასს შორის,
22რადგან თავდება ჩემს წელთა რიცხვი და ვდგები უკანმოუქცეველ გზაზე.“

Currently Selected:

იობ. 16: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy