YouVersion Logo
Search Icon

იობ. 15

15
ელიფაზის მეორე სიტყვა
1და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა:
2„განა თავქარიანად უნდა პასუხობდეს ბრძენკაცი? განა აღმოსავლეთის ხორშაკით უნდა ივსებდეს მუცელს?
3უნდა დაობდეს უსარგებლო ლაპარაკით ან სიტყვებით, რომლებშიც ხეირი არა ყრია რა?
4შენ აქარწყლებ ღვთისმოშიშებას, და აბრკოლებ ლოცვას ღვთის წინაშე,
5რადგან შენი უკეთურება წვრთნის შენს ბაგეს და ცბიერთა ენა აგირჩევია.
6შენივე პირი გამტყუნებს, მე კი არა, და შენი ბაგენი მოწმობენ შენს წინააღმდეგ.
7პირველშობილი ხომ არა ხარ კაცთა შორის, და ბორცვებზე უწინარეს ხომ არ შექმნილხარ?
8ღვთის საიდუმლო ხომ არ მოგისმენია და სიბრძნე ხომ არ მოგიხვეჭია?
9ისეთი რა იცი, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ? რას ხვდები ისეთს, ჩვენ რომ ვერ მივმხვდარვართ?
10ჩვენს შორის თმაჭაღარაც არის და მოხუცებულიც, მამაშენს რომ აღემატება დღეებით.
11გეცოტავება ღვთის ნუგეში და თვინიერი სიტყვა, შენთან მოუბარი?
12სხვაგან რად მიგიწევს გული, და რად აფახულებ თვალებს?
13ღმერთის წინააღმდეგ რომ მიმართავ შენს სულს და ასეთი სიტყვები ამოგდის პირიდან?
14რა არის კაცი, რომ სუფთა იყოს, ან მართალი იყოს დედაკაცის ნაშობი?
15აჰა, თავისი წმიდებსაც არ ერწმუნება იგი, და მის თვალში ზეცაც კი არ არის სუფთა,
16მეტადრე საძაგელი და გახრწნილია კაცი, წყალივით რომ სვამს უკეთურებას!
17გეტყვი და მომისმინე, ნანახს მოგიყვები,
18რაც ბრძენკაცებს სმენიათ და არ დაუმალავთ თავიანთი მამებისგან გაგონილი.
19მათ, მხოლოდ მათ მიეცათ ქვეყანა, და არ გაუვლია უცხოს მათ შორის.
20იტანჯება ურჯულო მთელი თავისი დღე და მოსწრება, და წელთა რიცხვი დაფარულია მტარვალისათვის,
21შიშისზარია მის ყურებში, მშვიდობიანობის დროსაც მას ესხმის დამღუპველი.
22არ სწამს მას, რომ წყვდიადიდან დაბრუნდება, განწირულია მახვილისათვის.
23დაწანწალებს ლუკმაპურისთვის, იცის, შავი დღე შერჩება ხელში.
24აძრწუნებს მას იწროება და გასაჭირი, სჯაბნიან მას, მსგავსად საომრად გასული მეფისა.
25რადგან ღვთის წინააღმდეგ აღმართა ხელი და ყოვლადძლიერს აუჯანყდა.
26ეჭრებოდა მას ჯიუტად, თავისი სქელკოპებიანი ფარით,
27რადგან თავისივე ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თეძოებზე.
28და დავანებულია აოხრებულ ქალაქებში, მიტოვებულ სახლებში, რომლებიც დასანგრევადაა განწირული.
29ვერ გამდიდრდება და არ გაძლებს მისი დოვლათი, და ფესვს ვერ გაიდგამს მიწაში მათი ნაგრამი.
30ვერ გაექცევა წყვდიადს, ალი დააჭკნობს მის ყლორტებს, და მისი პირის მონაბერით წარიტაცება.
31ნუ ირწმუნებს ამაოებას იგი, რადგან ამაოება იქნება მისი საზღაური.
32უდროოდ გათავდება და მისი ტოტები ვერ ამწვანდება.
33დაემსგავსება ვაზს, ისვრიმი რომ შეაჭკნა, და
34რადგან ბერწია უღვთოთა კრებული, და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს.
35მუცლად იღებენ სალმობას და შობენ სიავეს და შიგანი მათი ამზადებს სიცრუეს“.

Currently Selected:

იობ. 15: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy