YouVersion Logo
Search Icon

ამოს. 9

9
უკანასკნელი წინასწარმეტყველება
1ვიხილე უფალი, საკურთხეველთან მდგარი, და მითხრა: „დაჰკარი ბუდაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ უკანასკნელს კი მე მოვსრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება.
2შავეთშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან;
3ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარონ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ;
4ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად, და არა სასიკეთოდ.“
5უფალი, ცაბაოთ ღმერთი თუ შეეხო მიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის ნილოსივით.
6ცაში ააგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს. უფალია მისი სახელი.
7„განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო?“ – ამბობს უფალი – „განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან?
8აჰა, უფალი ღვთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა, და აღვგვი მას პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს,“ – ამბობს უფალი. –
9„რადგან აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლს ყველა ხალხს შორის, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.
10მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას.
დავითის სამეფოს აღდგენა
11მას ჟამს აღვმართავ დავითის დამხობილ კარავს; გარღვეულს დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო.
12რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, – ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი.
13„აჰა, დადგება დრო, – ამბობს უფალი, – როცა მხვნელი თავს და ყურძნის მწურავი – მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები დადნებიან.
14დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ ჩაყრიან ვენახებს და დალევენ მათ ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს.
15დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე, და აღარ აღმოიფხვრებიან რომელიც მივეცი მათ“, – ამბობს უფალი, შენი ღმერთი.

Currently Selected:

ამოს. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in