YouVersion Logo
Search Icon

2პეტრ. 3

3
უფლის სამსჯავროს მოსვლა სარწმუნოა
1ამას უკვე მეორე წერილს გწერთ, საყვარელნო, და ორთავეში შეხსენებით ვაღვიძებ თქვენს წრფელ აზრს,
2რათა გახსოვდეთ წმიდა წინასწარმეტყველთა მიერ ადრევე თქმული სიტყვები და ჩვენი უფლისა და მაცხოვრის მცნებანი, გადმოცემული თქვენი მოციქულების მიერ.
3უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან.
4და ამბობენ: „სად არის მისი მოსვლის აღთქმა? რადგან მას შემდეგ, რაც მიიცვალნენ მამები, ყოველივე უცვლელად რჩება დასაბამიდან მოყოლებული.“
5ისინი განზრახ ივიწყებენ იმას, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნა ძველთაგანვე ცა და მიწა, წყლისაგან და წყალით;
6და რომ მაშინდელი სოფელი წარღვნის წყლით მოისპო.
7ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის.
8ეს ერთი არ უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისათვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე.
9არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ყველა მივიდეს მოსანანიებლად.
10ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირნი დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება.
ჩვენ ველოდებით ახალ ცას და ახალ მიწას
11თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში,
12რაკი ელით და ესწრაფით ღვთის მოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვებიან და დადნებიან.
13ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებრ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე.
გაფრთხილდით,
არ მოსწყდეთ თქვენს სიმტკიცეს
14ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარდგეთ მშვიდობით მის წინაშე,
15და ჩვენი უფლის სულგრძელობა მიიჩნიეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ პავლემაც მოგწერათ მისთვის მინიჭებული სიბრძნით,
16როგორც ლაპარაკობს იგი ამის შესახებ ყველა წერილშიც, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი, სხვა წერილების მსგავსად, ამახინჯებენ საკუთარი თავის დასაღუპად.
17თქვენ კი, საყვარელნო, რაკი წინასწარ იცით ეს, გაფრთხილდით, რომ არ აჰყვეთ ურჯულოთა ცდომილებებს და არ დაკარგოთ თქვენი სიმტკიცე,
18არამედ აღიზარდეთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლით და ცოდნით. მისია დიდება აწ და საუკუნო დღის მიმართ. ამინ.

Currently Selected:

2პეტრ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy