YouVersion Logo
Search Icon

2კორ. 9

9
ძმების გაგზავნა წინასწარ,
რომ ისინი მზად იყვნენ
1თუმცა ზედმეტია ჩემთვის მოგწეროთ წმიდანთა მომსახურებაზე,
2ვინაიდან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიკვეხნი თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია მომზადებულია შარშანდლიდან. და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ,
3ხოლო ძმები გამოვგზავნე იმისათვის, რომ ფუჭი არ იყოს ჩვენი კვეხნა თქვენით ამ საქმეში და რათა მზად იყოთ, როგორც ვთქვი,
4რათა, როცა მაკედონელნი მოვლენ ჩემთან ერთად და გპოვებენ მოუმზადებელთ, არ შევრცხვეთ, არ ვამბობ, თქვენ-მეთქი, რაკი ესოდენ დაბეჯითებით დავიკვეხეთ.
5ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენი უკვე დაპირებული ძღვენი, რათა მზად იყოს, როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება.
ორმაგი კურთხევა სწორად შემწირველს
6ამასთან გეტყვით, ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის.
7თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს.
8ხოლო ღმერთს ძალუძს გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ, ყველაფერში მუდამ ყოველივეს საკმარისად მქონენი, მდიდარნი იყოთ ყოველ კეთილ საქმეში.
9როგორც სწერია: „გაფანტა, ღარიბებს დაურიგა, მისი სიმართლე რჩება საუკუნოდ.“
10ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს – საჭმელად, მოგცემთ და გაამრავლებს თქვენს თესლს და გაზრდის თქვენი სიმართლის ნაყოფთ:
11ყველაფერში გამდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისათვის, რაც ჩვენს მიერ ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს.
12ვინაიდან ამ საქმის სამსახური არა მარტო ავსებს წმიდათა ნაკლებობას, არამედ უხვობს კიდეც ღვთისადმი მრავალი მადლიერებით.
13ამ სამსახურის გამოცდილებით ადიდებენ ღმერთს თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილი აღიარებისათვის, აგრეთვე ხელგაშლილობისათვის მათთან და ყველასთან თანაზიარებაში.
14ხოლო ისინი, როცა ლოცულობენ თქვენთვის, შემოგნატრიან თქვენ ღვთის მადლისათვის, რომელიც თქვენში მომეტებულად არის.
15მადლობა ღმერთს მისი აურაცხელი ნიჭისათვის.

Currently Selected:

2კორ. 9: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in