YouVersion Logo
Search Icon

2კორ. 13

13
მალე ნახვისა და სასტიკი მსჯავრის შესახებ
1ეს მესამედ მოვდივარ თქვენთან. ორი მოწმის ან სამი მოწმის პირით დამტკიცდება ყოველი სიტყვა.
2მე წინასწარ ვეუბნებოდი და ახლაც ვეუბნები, როგორც თქვენთან მეორედ ყოფნისას, ისე ახლაც – არყოფნისას, მათ, ვინც ადრე შესცოდა, და ყველა სხვას, რომ, თუ კვლავ მოვალ, არავის დავინდობ,
3რაკი თქვენ ეძებთ იმის მტკიცებას, ლაპარაკობს ჩემში თუ არა ქრისტე, რომელიც უძლური არ არის თქვენთვის, არამედ ძლიერია თქვენში.
4ვინაიდან, თუმცა უძლურებისგან იყო ჯვარცმული, მაგრამ ცოცხალია ღვთის ძალისგან. და ჩვენც უძლურნი ვართ მასში, მაგრამ ვიცოცხლებთ მასთან ერთად ღვთის ძალისგან თქვენთვის.
5საკუთარი თავი გამოსცადეთ, თუ ხართ რწმენაში. საკუთარი თავი გამოარკვიეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა და, მაშ, გამოცდას ვერ უძლებთ.
6მაგრამ ვიმედოვნებ, ჩვენზე კი გაიგებთ, რომ არა ვართ გამოუცდელნი.
7ვლოცულობთ ღვთისადმი, რომ არავითარი ბოროტება არ ჩაიდინოთ, არა იმისათვის, რომ ჩვენ გამოცდილნი გამოვჩნდეთ, არამედ რათა სიკეთეს აკეთებდეთ, ჩვენ კი თუნდაც გამოუცდელნი ვიყოთ.
8ვინაიდან არაფრის გაკეთება ძალგვიძს ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ ჭეშმარიტებისათვის.
9რადგან გვიხარია, როცა ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი ძლიერნი. ამაზე ვლოცულობთ კიდეც, თქვენს სრულყოფაზე.
10ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ძალაუფლებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად.
უკანასკნელი დარიგება და კურთხევა
11მაშ, ძმებო, იხარეთ და განმტკიცდით, თავი ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, მშვიდობიანნი, და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება.
12მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ყველა წმიდა.
13მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და თანაზიარება სულიწმიდისა იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ.

Currently Selected:

2კორ. 13: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in