YouVersion Logo
Search Icon

2კორ. 12

12
პავლეს ხილვანი და გამოცხადებანი
1მართლაც სასარგებლო არ არის ჩემთვის კვეხნა, ვინაიდან მივალ უფლის ხილვებთან და გამოცხადებებთან.
2ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ, არ ვიცი, სხეულში, არ ვიცი, სხეულის გარეთ, ღმერთმა იცის, ატაცებულ იქნა მესამე ცამდე.
3ვიცი ასეთ კაცზე, სხეულში იყო, თუ სხეულის გარეშე, არ ვიცი, ღმერთმა იცის, –
4რომ ის ატაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს.
5ასეთი კაცით დავიკვეხნი, ჩემი თავით კი არ დავიკვეხნი, მხოლოდ ჩემი უძლურებებით.
6ხოლო თუ მოვისურვებ დავიკვეხნო, უგუნური არ ვიქნები, ვინაიდან ჭეშმარიტებას ვიტყვი. მაგრამ თავს ვიკავებ, რათა არავინ ჩამთვალოს იმაზე მეტად, რასაც ჩემში ხედავს ან ჩემგან ისმენს.
7რათა არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქეჯნოს, რათა არ გავმედიდურდე.
8სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი.
9და მითხრა: „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
10ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.
11უგუნური შევიქენი, რაკი ვიკვეხნი. თქვენ მაიძულეთ. თქვენ გევალებოდათ ჩემი ქება, ვინაიდან არაფრით ვარ აღმატებულ მოციქულებზე ნაკლები, თუმცა არაფერი ვარ.
12მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებით და ძალებით.
13ვინაიდან რა გაკლიათ სხვა ეკლესიებთან შედარებით, გარდა იმისა, რომ მე არ დაგაწექით მძიმე ტვირთად? მაპატიეთ ეს დანაშაული.
არც ის და არც ტიტე
არ იყვნენ ტვირთად ეკლესიისთვის
14აჰა, მე მზად ვარ მესამედ მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, ვინაიდან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას. რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის.
15ხოლო მე ხალისით დავიხარჯები და გამოვიფიტები თქვენი სულებისათვის, თუმცა მიუხედავად ჩემი თქვენდამი დიდი სიყვარულისა, ნაკლებად გიყვარვართ.
16მაგრამ თუ ასეა და მე არ დაგიმძიმდით თქვენ, იქნებ, როგორც მატყუარამ, მზაკვრობით წარგიტაცეთ?
17ან ვეძიებდი ანგარებას ვინმეს მეშვეობით, რომელიც თქვენთან გამოვგზავნე?
18მე ვთხოვე ტიტეს და მასთან ერთად გამოვგზავნე ერთ-ერთი ძმა: განა გამოგიყენათ თქვენ ტიტემ? ერთი სულით არ დავდიოდით? ერთი გზით არ დავდიოდით?
19კიდევ ხომ არ ფიქრობთ, რომ თავს ვიმართლებდით თქვენთან? ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში და ყოველივე ეს, საყვარელნო, თქვენს აღსაშენებლადაა.
20ვინაიდან ვშიშობ, რომ, როცა მოვალ, გიპოვით თქვენ არა ისეთებს, როგორც მე მსურს, და თქვენც მიპოვით ისეთს, როგორც არ გსურთ, რათა არ იყოს თქვენში შუღლი, შური, მძვინვარება, დავიდარაბა, ცილისწამება, ენატანიობა, გულზვაობა და შფოთი.
21რათა, როცა კვლავ მოვალ, არ დამამდაბლოს ჩემმა ღმერთმა თქვენთან და არ ვიგლოვო მრავალნი, რომელთაც ადრე შესცოდეს და არ მოინანიეს უწმიდურება, სიძვა და გარყვნილება, რასაც სჩადიოდნენ.

Currently Selected:

2კორ. 12: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in