Genesis 6
6
1როცა იწყეს ადამიანებმა გამრავლება მიწაზე და ასულები შეეძინათ, 2დაინახეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლებად, ვისაც ვინ მოეწონებოდა.#იობ 1:6; 2:1. 3და თქვა უფალმა: „არ დაივანოს სულმა ჩემმა ადამიანზე საუკუნოდ, რადგან იგი ხორციელია, და იყოს მისი ხანი 120 წელი.“ 4გოლიათები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ ხანებში და მას შემდეგაც, როცა ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც შვილებს უჩენდნენ მათ. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველთაგანვე.#რცხ 13:33.
5და იხილა უფალმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ მიწაზე, რომ მუდამჟამს ბოროტს განიზრახავდნენ გულში.#მთ 24:37; ლკ 17:26; 1პტ 3:20. 6და ინანა უფალმა, რომ შექმნა ადამიანი მიწაზე და ნაღველი ჩაიდო გულში. 7და თქვა უფალმა: „მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი. ადამიანთან ერთად – პირუტყვს, ქვეწარმავალს და ცის ფრინველთ, რადგან ვნანობ, რომ შევქმენი ისინი.“ 8და მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში.
9ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი და უბიწო კაცი იყო თავის მოდგმაში და ღმერთის გზით დადიოდა იგი.#2პტ 2:5. 10და შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11მაგრამ წაირყვნა მიწა ღვთის წინაშე და აღივსო იგი უსამართლობით. 12და იხილა ღმერთმა ქვეყანა რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი გზა მიწაზე. 13და უთხრა ღმერთმა ნოეს: „მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო მიწა მათი უსამართლობით; და მე მოვსპობ მათ და მათთან ერთად მთელს დედამიწას. 14გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი#6:14 დაზუსტება არ ხერხდება. ივარაუდება ურთხელი, კვიპაროსი, ფიჭვი, და სხვ. ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ შეფისე. 15ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით 300 წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით – 50 წყრთა, სიმაღლით – 30 წყრთა. 16სარკმელი გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაატანე. კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს, ქვედა, შუა და ზედა სართულები მოაწყვე შიგ. 17და მე მოვავლენ წარღვნას მიწაზე, ცისქვეშეთიდან ყოველი ხორციელის მოსასპობად, რომელშიც სიცოცხლის სულია; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. 18მაგრამ დაგიდებ აღთქმას: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, და შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. 19ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ. დედალ-მამალი იყოს! 20ფრინველისაგან მისი გვარისამებრ და პირუტყვისაგან მისი გვარისამებრ, მიწის ყოველი ქვეწარმავლისაგან მისი გვარისამებრ წყვილ-წყვილად შემოგყვნენ კიდობანში, რათა გადარჩნენ. 21და აიღე ყოველი საჭმელი, რაც იჭმება, და მოაგროვე შენთან და იყოს შენი და მათი საზრდო.“ 22და გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა, ყველაფერი ისე გააკეთა.#ებრ 11:7.
Поточний вибір:
Genesis 6: ქბსვ
Позначайте
Поділитись
Копіювати
Хочете, щоб ваші позначення зберігалися на всіх ваших пристроях? Зареєструйтеся або увійдіть
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა