და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, თუმცა კი სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მიდრეკილი მათი ზრახვა. მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას, როგორც ეს გავაკეთე. ვიდრე დედამიწა იარსებებს, არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება.“