Genesis 16
16
1და სარაის, აბრამის ცოლს, არ უშვია მისთვის. მას ჰყავდა ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად ჰაგარი. 2და უთხრა სარაიმ აბრამს: „უფალმა დამხშა შვილიერებისაგან. შედი ჩემ მხევალთან. ეგებ გავშვილიანდე მისგან.“ და შეისმინა აბრამმა სარაის სიტყვები. 3და ადგა სარაი, აბრამის ცოლი, და მისცა ეგვიპტელი ჰაგარი, თავისი მხევალი ცოლად აბრამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყანაში მისი დასახლების ათი წლისთავზე. 4და შევიდა აბრამი ჰაგართან და დაორსულდა ჰაგარი. და როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, თავისი ქალბატონის დამცირება იწყო. 5და უთხრა სარაიმ აბრამს: „შენი ბრალია ჩემი დამცირება: მოგიწვინე ჩემი მხევალი და, როცა შეატყო, რომ ორსულადაა, დამცირება დამიწყო. უფალმა განსაჯოს მე და შენს შორის.“ 6და უთხრა აბრამმა სარაის: „შენი მხევალი შენს ხელთაა, როგორც გენებოს, ისე მოექეცი.“ და დაუწყო სარაიმ ჩაგვრა ჰაგარს და გაექცა მას ჰაგარი.
7და იპოვა იგი უფლის ანგელოზმა უდაბნოში, შურის გზაზე, წყაროსთან. 8და ჰკითხა: „ჰაგარ, სარაის მხევალო, საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?“ და უპასუხა მან: „სარაის, ჩემს ქალბატონს, გავურბივარ.“ 9და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „დაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე მას.“ 10და კიდევ უთხრა: „ისე გავამრავლებ შენს მოდგმას, რომ შეუძლებელი იქნება მისი აღრიცხვა.“ 11და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „აჰა, ორსულად ხარ და შობ ძეს, და ისმაელს#16:11 ებრ. ღმერთმა ისმინა. დაარქმევ მას სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას. 12იგი იქნება კანჯარივით კაცთა შორის; მისი ხელი იქნება ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი იქნება მის წინააღმდეგ, თავისი ძმების პირისპირ იცხოვრებს იგი.“
13და უწოდა ჰაგარმა მასთან მოლაპარაკე უფალს სახელად: „ელ-როი,“ რაც ნიშნავდა: ჩემი მხილველი ღმერთი ვიხილე მეც.#16:13 აქ ებრ. ტექსტის აზრი ბუნდოვანია. 14ამიტომ უწოდა იმ ჭას ბეერ-ლახაი-როი.#16:14 ებრ. მხილველის ჭა. (იხ. 25:11). იგი მდებარეობს კადეშსა და ბერედს შორის.
15და უშვა ჰაგარმა აბრამს ძე. და დაარქვა სახელად აბრამმა თავის ძეს, რომელიც ჰაგარმა უშვა, ისმაელი.#გლტ 4:22. 16აბრამი იყო 86 წლისა, როდესაც ჰაგარმა მას ისმაელი უშვა.
Selectat acum:
Genesis 16: სბს
Evidențiere
Partajează
Copiază
Dorești să ai evidențierile salvate pe toate dispozitivele? Înscrie-te sau conectează-te
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013