დაბ. 10
10
ნოეს ძეთა შთამომავლობა
1ეს არის ნოეს ძეთა – სემის, ქამისა და იაფეთის მოდგმა, რომლებმაც წარღვნის შემდეგ შვეს შვილები:
იაფეთიანები
2იაფეთის ძენი: გომერი და მაგოგი, მადაი და იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
3და გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
4და იავანის ძენი: ელიშა და თარშიში, ქითიმი და როდანიმი.
5და მათგან დასახლდნენ ხალხთა კუნძულები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის საგვარეულოებში, თავიანთ ხალხებს შორის.
ქამიანები
6ქამის ძენი: ქუში და მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
7და ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რაყმა და საბთექა. და ძენი რაყმასი: შება და დედანი.
8და ქუშმა შვა ნიმროდი. მან იწყო თავისი ძალოვანების გამოჩენა მიწაზე.
9ის იყო ძალოვანი მონადირე უფლის წინაშე. ამიტომაც თქმულა: „ნიმროდივით ძალოვანი მონადირეა უფლის წინაშე.“
10და მისი მეფობის დასაბამი იყო: ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე შინყარის ქვეყანაში.
11ამ ქვეყნიდან წავიდა ის აშურში და ააშენა იქ ნინევე, რეხობოთ-ყირი, ქალახი,
12და რესენი, რომელიც იყო ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი.
13მიცრაიმი იყო მამა ლუდელთა, ყანამელთა, ლეჰაბელთა, ნაფთუხელთა,
14ფათრუსელთა, ქასლუხელთა (საიდანაც გამოვიდნენ ფილისტიმელები) და ქაფთორელთა.
15და ქანაანს ეყოლა ციდონი, მისი პირმშო, და ხეთი.
16იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელნი,
17ხიველნი, ყარკელნი, სინელნი,
18არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. და შემდგომ განიფანტნენ ქანაანელთა ტომები.
19და იყო ქანაანელთა საზღვარი ციდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე, სოდომის, გომორას, ადმას და ცებოიმის მიმართულებით ლაშაყამდე.
20ესენი იყვნენ ძენი ქამისა თავ-თავის საგვარეულოთა და ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხებში.
სემიანები
21და სემსაც, ყებერის ყველა შვილის მამას, იაფეთის უფროს ძმას, შეეძინა შვილები.
22სემის ძენი: ყელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი.
23და არამის ძენი: ყუცი, ხული, გეთერი და მაში.
24და არფაქშადს შეეძინა შალახი, და შალახს ყებერი.
25და ყებერს შეეძინა ორი ძე: სახელი ერთისა ფელეგი, რადგან მის დღეებში გაიყო ქვეყანა. და სახელი მისი ძმისა იოკტანი.
26და იოკტანს შეეძინა ალმოდადი, შალეფი, ხაცარმავეთი და იერახი,
27ჰადორამი, უზალი და დიკლა,
28ყობალი, აბიმაელი და შება,
29ოფირი, ხავილა და იობაბი. ესენი ყველანი იოკტანის ძენი იყვნენ.
30და მათი დასახლება იყო მეშაყიდან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე.
31ესენი იყვნენ ძენი სემისა თავ-თავის საგვარეულოთა, ენათა მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხებში.
32ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა, თავ-თავის ხალხებში, თავ-თავის მოდგმათა მიხედვით. და წარღვნის შემდეგ მათგან განშტოვდნენ ხალხთა კუნძულები მთელ მიწაზე.
Currently Selected:
დაბ. 10: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002