1
იოან. 15:5
ბიბლია
მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.
Palyginti
Naršyti იოან. 15:5
2
იოან. 15:4
თქვენ ჩემში დარჩით, მე კი – თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით.
Naršyti იოან. 15:4
3
იოან. 15:7
თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.
Naršyti იოან. 15:7
4
იოან. 15:16
თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს, რათა, რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ თქვენ.
Naršyti იოან. 15:16
5
იოან. 15:13
იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.
Naršyti იოან. 15:13
6
იოან. 15:2
ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
Naršyti იოან. 15:2
7
იოან. 15:12
ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
Naršyti იოან. 15:12
8
იოან. 15:8
ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით.
Naršyti იოან. 15:8
9
იოან. 15:1
„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია.
Naršyti იოან. 15:1
10
იოან. 15:6
ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაიწვება.
Naršyti იოან. 15:6
11
იოან. 15:11
ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სავსე იყოს.
Naršyti იოან. 15:11
12
იოან. 15:10
თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.
Naršyti იოან. 15:10
13
იოან. 15:17
ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
Naršyti იოან. 15:17
14
იოან. 15:19
თქვენ რომ სოფლისანი ყოფილიყავით, სოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არ ხართ სოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ სოფლიდან, ამიტომ სძულხართ სოფელს.
Naršyti იოან. 15:19
Pradžia
Biblija
Planai
Vaizdo įrašai