1
იოან. 14:27
ბიბლია
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
Palyginti
Naršyti იოან. 14:27
2
იოან. 14:6
ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით.
Naršyti იოან. 14:6
3
იოან. 14:1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
Naršyti იოან. 14:1
4
იოან. 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.
Naršyti იოან. 14:26
5
იოან. 14:21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები.“
Naršyti იოან. 14:21
6
იოან. 14:16-17
მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
Naršyti იოან. 14:16-17
7
იოან. 14:13-14
რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
Naršyti იოან. 14:13-14
8
იოან. 14:15
„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.
Naršyti იოან. 14:15
9
იოან. 14:2
ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ.
Naršyti იოან. 14:2
10
იოან. 14:3
როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
Naršyti იოან. 14:3
11
იოან. 14:5
ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“
Naršyti იოან. 14:5
Pradžia
Biblija
Planai
Vaizdo įrašai