ფსალმ. 22
22
1ფსალმუნი. დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.
2ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.
3სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თავისი სახელის გულისთვის.
4შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
5გააწყვე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ, ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა ჩემი თასი პირთამდე.
6ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.
Currently Selected:
ფსალმ. 22: GEO02
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002