YouVersion Logo
Search Icon

Zechariah 10

10
1შესთხოვეთ უფალს წვიმა გაზაფხულის#10:1 დედანში არის „გვიანი წვიმები“, რაც მარტ-აპრილის წვიმებს ნიშნავს წვიმების ჟამს. უფალი მოიღებს ღრუბელს და მოგცემთ წვიმის ღვარს ჯეჯილისთვის მინდვრებში. 2რადგან კერპები ტყუილს ლაპარაკობენ, მისნები სიცრუეს ხედავენ და არაფრისმთქმელ სიზმრებს ყვებიან. ამაოდ იმშვიდებენ თავს, ამიტომაც ცხვრებივით დაეხეტებიან, იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.#მთ 9:36; მრკ 6:34. 3მწყემსების მიმართ აინთო ჩემი რისხვა და დავსჯი ვაცებს#10:3 ვაცი – მამალი თხა, რომელიც ცხვრის ფარას მიუძღვის წინ, მაგრამ მოხედავს ცაბაოთ უფალი თავის ფარას – იუდას სახლს – და თავის დარახტულ რაშად ეყოლება ის ბრძოლაში. 4ის იქნება ქვაკუთხედი, ის იქნება პალოები, ის იქნება საბრძოლო მშვილდი, მისგან გამოვა ყველა განმგებელი. 5ისინი იქნებიან როგორც გმირები, ბრძოლაში რომ მტრებს თელავენ ტალახივით, და იბრძოლებენ, რადგან უფალი იქნება მათთან, და გასრესენ მტრის მხედრიონებს. 6გავაძლიერებ იუდას სახლს და ვიხსნი იოსების სახლს, და დავაბრუნებ მათ, რადგან შევიწყალებ მათ. და ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვებინოს: რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, და მოვუსმენ მათ. 7გოლიათივით გახდება ეფრემი და, როგორც ღვინით, გახალისდება მათი გული; დაინახავენ ამას მათი ძენი და გაიხარებენ, მოილხენს მათი გული უფალში. 8ნიშანს მივცემ მათ და თავს მოვუყრი ერთად, რადგან გამოვისყიდე ისინი, და ძველებურად გამრავლდებიან. 9თუმცა მე გავფანტე ისინი ხალხებში, შორეულ ქვეყნებში, მაინც უნდა ვახსოვდე მათ, დაზრდიან თავიანთ შვილებს და მათთან ერთად დაბრუნდებიან. 10დავაბრუნებ მათ ეგვიპტის ქვეყნიდან, და აშურიდან გამოვკრებ მათ, მოვიყვან გალაადის ქვეყნაში და ლიბანში, და ვერცკი დაეტევიან. 11გადაივლის ზღვაზე უბედურება, და დაჰკრავს ზღვის ტალღებს; ამოშრება ნილოსის სიღრმეები, დაემხობა აშურის დიდება, და წაერთმევა კვერთხი ეგვიპტეს. 12გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით, – ამბობს უფალი.

Currently Selected:

Zechariah 10: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in