YouVersion Logo
Search Icon

Micah 6

6
1ისმინეთ, რას ამბობს უფალი: აღდექ, დავა გაუმართე მთებს და ისმინონ შენი ხმა ბორცვებმა! 2ისმინეთ, ბორცვებო, უფლის დავა, და თქვენც, დედამიწის მყარო საფუძვლებო, რადგან დავა აქვს უფალს თავის ერთან და უჩივის ისრაელს. 3ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? გამეცი პასუხი. 4ხომ გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან და მონობის სახლიდან გამოგისყიდე; წინ წაგიმძღვარე მოსე, აარონი და მირიამი.#გამ 12:50,51; გამ 4:10-16; გამ 15:20. 5ჩემო ერო, გაიხსენე, რას განიზრახავდა ბალაკი – მოაბის მეფე, და რა პასუხს აძლევდა მას ბალაამ ბეყორის ძე, შიტიმიდან გილგალამდე, რათა გცოდნოდა უფლის წყალობანი.#რცხ 22:2—24:25; ისნ 3:1—4:19. 6„რითი წარვდგე უფალთან და თაყვანი ვცე მაღალ ღმერთს? სრულადდასაწველებით, წელგამოვლილი ზვარაკებით? 7ეამება კი უფალს ათასი ვერძი, ზეთის 10 ათასი მდინარე? ხომ არ მივცე ჩემი პირმშო ჩემი დანაშაულისთვის, ნაყოფი ჩემი წიაღისა ჩემი საკუთარი ცოდვისათვის?“ 8ხომ გეუწყა შენ, მოკვდავო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან ღმერთი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე. 9უფლის ხმა მოუწოდებს ქალაქს და, ვინც ნაცადია, შეეშინდება შენი სახელის: გაუგონეთ კვერთხს და მის დამდგენელს. 10თუ არის კიდევ უკეთურის სახლში უკეთური განძი და დამცრობილი საწყაო, დაწყევლილი? 11როგორ გავამართლო უკეთური სასწორი და ქისა – მატყუარა საწონით? 12რადგან ქალაქის მდიდრები აივსნენ დატაცებულით. მისი მცხოვრებნი ტყუილებს ლაპარაკობენ, და ცრუა მათი ენა მათ პირში. 13და მეც სასტიკად დაგცხებ, გაგატიალებ შენი ცოდვების გამო. 14შეჭამ და ვერ ვაძღები. ცარიელი გექნება მუცელი. გადამალავ, მაგრამ ვერ შეინარჩუნებ; და რასაც შეინარჩუნებ, მახვილს მივცემ. 15დათესავ და ვერ მოიმკი, ზეთს გამოხდი და ვერ იცხებ, ღვინოს დაწურავ და ვერ შესვამ. 16თქვენში მოქმედებს ყომრის ადათები და ყოველი საქმე ახაბის სახლისა, და მისდევთ მათ თათბირს; და მიგცემ გატიალებას მე და სასაცილოდ გავხდი შენს მცხოვრებთ, და თქვენ იტვირთავთ ჩემი ერის სირცხვილს.#3მფ 16:23-28; 3მფ 16:29-34; 21:25,26.

Currently Selected:

Micah 6: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in