YouVersion Logo
Search Icon

Jonah 4

4
1იონა ძალზე განაწყენდა და გამწარდა. 2ლოცვა აღუვლინა უფალს და უთხრა: „განა ამას არ ვამბობდი, უფალო, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მოწყალე და მიმტევებელი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და დამთმენი; ყოველთვის თავს არიდებ დასჯას.#გამ 34:6. 3ახლა ბარემ სული ამომხადე, უფალო, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.“#3მფ 19:4. 4ჰკითხა უფალმა: „ასე რატომ გამწარდი?“ 5იონა გავიდა ქალაქიდან და მის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და უცდიდა ენახა, რა მოუვიდოდა ქალაქს. 6უფალმა აყირო აღმოაცენა და იგი იონას თავს ზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა. 7მეორე დღეს, განთიადისას, ღმერთმა მატლი მოავლინა, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. 8როცა მზე ამოვიდა, ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი ამოაგდო; მზემ ისე დააცხუნა იონას თავზე, რომ ღონემიხდილმა სიკვდილი ინატრა, თქვა: ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო. 9მაშინ ჰკითხა ღმერთმა იონას: „ასე გამწარდი ამ აყიროს გამო?“ მიუგო: „მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.“ 10უფალმა კი უთხრა: „შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. 11აბა, მე როგორ არ დამენანოს ამხელა ქალაქი ნინევე, სადაც 120 ათასზე მეტი უსუსური ადამიანი ცხოვრობს, და სადაც უთვალავი პირუტყვია?“

Currently Selected:

Jonah 4: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in