YouVersion Logo
Search Icon

Habakkuk 2

2
1ჩემს სადარაჯოზე დავდგები, და გავალ კოშკზე, დავაყურადებ, რომ ვნახო, რას მეტყვის და რა ვუპასუხო ჩემს მხილებაზე. 2მომიგო უფალმა და მითხრა: ჩაწერე ხილვა, ქვის დაფებზე ამოკვეთე, რომ სწრაფად წაიკითხოს მკითხველმა. 3რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.#ებრ 10:37. 4აჰა, გაიბერა, ვერ გასწორდა მასში მისი სული. მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.#რომ 1:17; გლტ 3:11; ებრ 10:38. 5მატყუარა ღვინოსავითაა ამპარტავანი, არ მოისვენებს. ჯოჯოხეთივით გაიბერა სული და სიკვდილივით გაუმაძღარია. თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს. 6ხომ ყველანი საარაკოდ გახდიან მას და მასხარად აიგდებენ, იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებსო, – როდემდის? – და მონახვეჭით იმძიმებსო თავს! 7ხომ უეცრად აღდგებიან შენი მკბენელნი და აღიძრებიან შენი დამაფრთხობელნი, რომ მათ კერძად იქცე? 8რაკი უამრავი ხალხი გყავს გაძარცვული, შენც გაგძარცვავს ყველა დანარჩენი ერი დაღვრილი სისხლის წილ, ქვეყნის, ქალაქის და მის მკვიდრთა ჩაგვრის წილ. 9ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისთვის და მაღალზე იბუდებს, რომ თავი დაიხსნას ბოროტის ხელიდან! 10სირცხვილი გადაუწყვიტე შენს ხალხს, რომ მოსპე უამრავი ხალხი, საკუთარ თავს შესცოდე. 11რადგან ქვები ღაღადებენ კედლებიდან და ძელები ეპასუხებიან. 12ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს. 13განა ცაბაოთ უფლისგან არ არის, რომ ცეცხლისთვის იღწვიან ხალხები და არაფრისთვის დაშვრებიან ტომები? 14რომ უფლის დიდების ცოდნით აივსოს ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული?#ესა 11:9. 15ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ სიშიშვლეს უყუროს! 16პატივის ნაცვლად დამცირებით გაძღები. შენც სვი და გაშიშვლდი, შენც შეგხვდება უფლის მარჯვენის თასი და შენი პატივის დამცირება. 17რადგან ლიბანის თრგუნვა შენს თავზე გადმოვა და პირუტყვთა აკლება შეგაშინებს, რადგან კაცის სისხლი გაქვს დაღვრილი და ქვეყანა, ქალაქი და მისი მცხოვრებნი – დათრგუნული. 18რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის გამოკვეთილ კერპს, ტყუილის მოძღვარს? მაგრამ მოქანდაკე ესავს თავის ნაქანდაკევს, თუმცა უტყვნია მისი შექმნილი ღმერთები. 19ვაი მას, ვინც ხეს ეუბნება: გაიღვიძეო, და მდუმარე ქვას: გამოფხიზლდიო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას. 20უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია. დადუმდეს მთელი ქვეყანა მის წინაშე!

Currently Selected:

Habakkuk 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in