YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 81

81
1ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ანგელოზთა შორის ქმნა სამართალი:
2„როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და მიმხრობით განიკითხავთ ბოროტთა?
3განიკითხეთ საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.
4გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.
5არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.
6მე განვაცხადე: ‘თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ ყველანი.’
7მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.“
8აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ერებს.

Currently Selected:

ფსალმ. 81: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in