YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 131

131
1გალობა აღსავალთა. გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი.
2როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს:
3„არ ავალ ჩემს საწოლ-სარეცელზე,
4არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და რულს ჩემს წამწამებს,
5ვიდრე არ ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისათვის.“
6აჰა, გვესმა მასზე, რომ ეფრათაშია; ვიპოვეთ იგი იაყარის ველზე!
7„მივიდეთ მის სადგომში, თაყვანი ვცეთ მის ფერხთა საყრდენს!
8აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა!
9შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდებმა იმხიარულონ.“
10შენი მორჩილის – დავითის – გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს.
11შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე!
12თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მოწმობებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე.“
13რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის.
14„ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი.
15საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით.
16მის ღვთისმსახურთ შევმოსავ შეწევნით და წმიდები მისნი სიხარულით გაიხარებენ.
17აქ აღმოვაცენებ დავითის რქას, გავამზადებ სინათლეს ჩემი ცხებულისათვის.
18მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი!“

Currently Selected:

ფსალმ. 131: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in