YouVersion Logo
Search Icon

ფსალმ. 125

125
1გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნა უფალმა ტყვეები სიონისას, თავი სიზმარში გვეგონა.
2მაშინ აივსო სიცილით ბაგე ჩვენი, და ენა ჩვენი – გალობით; მაშინ ამბობენ წარმართთა შორის: „დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.“
3დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან, ჩვენ გავმხიარულდით.
4დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ნეგების მიწაზე.
5ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.
6მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს თავისი ძნები.

Currently Selected:

ფსალმ. 125: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in