YouVersion Logo
Search Icon

იგავ. 1

1
იგავთა საჭიროება
1იგავნი სოლომონისა, ძისა დავითისა, ისრაელის მეფისა.
2შესაცნობად სიბრძნისა და შეგონებისა, გასაგებად გონების ნათქვამისა,
3მისაღებად ჭკუის შეგონებისა, სიმართლისა, სამართლისა და სამართლიანობისა;
4მისაცემად ბრიყვთათვის გონიერებისა, ყმაწვილთათვის – ცოდნისა და განსჯისა.
5მოისმენს ბრძენი და შეიმატებს სწავლას, და გონიერი სიბრძნეს შეიძენს,
6გასაგებად იგავისა და ქარაგმისა და ბრძენთა სიტყვებისა და გამოცანებისა.
7უფლის შიში ცოდნის სათავეა, სიბრძნე და დარიგება კი ბრიყვებს ეზიზღებათ.
8ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
9რადგან ეს მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე, მანიაკი შენს ყელზე.
10ჩემო შვილო, თუ ცოდვილნი გაცთუნებენ, ნუ დათანხმდები.
11თუ გეტყვიან: „წამოდი ჩვენთან, ჩავუსაფრდეთ სისხლის საღვრელად, უმიზეზოდ დავუდარაჯდეთ უდანაშაულოს,
12ჩავყლაპოთ ისინი, როგორც შავეთმა ცოცხლად და მრთელად, საფლავში ჩამავალთ მსგავსად,
13ყოველგვარ ძვირფას ქონებას მოიხვეჭთ, ჩვენს სახლებს ნადავლით გავავსებთ.
14ყარე შენი წილი ჩვენთან ერთად, ერთი ქისა გვექნება ჩვენ ყველას!“
15ჩემო შვილო, ნუ ივლი მათთან გზაზე, შეაკავე შენი ფეხი მათი სავალიდან.
16რადგან მათი ფეხები ბოროტისაკენ გარბიან და სისხლის საღვრელად ისწრაფიან.
17რადგან ამაოდ იფინება ბადე რომელიმე ფრთოსანის თვალში.
18ისინი კი თავიანთ სისხლს უსაფრდებიან, თავიანთ სულებს უდარაჯდებიან.
19ასეთია გზანი ყველა ხარბი მომხვეჭლისა: სიცოცხლეს ართმევს იგი მის პატრონს.
სიბრძნე აფრთხილებს
20სიბრძნე ქუჩაში შემოსძახებს, მოედნებზე გამოსცემს თავის ხმას;
21ხალხმრავალ ადგილებში ღაღადებს იგი, კარიბჭის ზღურბლზე, ქალაქში ამბობს ის თავის სათქმელს:
22„როდემდე ეყვარებათ ბრიყვებს სიბრიყვე, თავქარიანნი მასხარობით დატკბებიან, ხოლო სულელებს ეძულებათ ცოდნა?
23მიუბრუნდით ჩემს შეგონებას, გამოგითქვამთ ჩემს გულისთქმას, გაუწყებთ ჩემს სიტყვებს.
24რადგანაც გიხმობდით მე, თქვენ კი ყურს არ ათხოვებდით. გიწვდით ხელს, მაგრამ არ იყო შემსმენელი.
25და უგულებელ ჰყავით ყველა ჩემი რჩევა და ჩემი შეგონება არ ინდომეთ.
26მეც თქვენს უბედურებაზე გავიცინებ, დაგცინებთ თქვენ შიშის მოგვრისას.
27როდესაც გეწევათ შიში, როგორც ქარიშხალი, და თქვენი უბედურება გრიგალივით მოვა, როდესაც გეწევათ თქვენ უბედურება და გაჭირვება.
28მაშინ მომიხმობენ მე და არ ვუპასუხებ, დამიწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ მპოვებენ.
29იმის წილ, რომ სძულდათ ცოდნა და უფლის შიში არ ამოირჩიეს,
30არ ინდომეს ჩემი რჩევა, მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება.
31და იგემებენ თავიანთი გზის ნაყოფს და თავიანთი ბოროტი განზრახვებით გაძღებიან.
32რადგან გულუბრყვილოებს მათი განდგომა მოკლავს და ბრიყვებს მათი კმაყოფილება მოსპობს.
33მაგრამ ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და დამშვიდებულს ბოროტის შიში აღარ ექნება.“

Currently Selected:

იგავ. 1: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy