YouVersion Logo
Search Icon

Revelation 18

18
1ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, ციდან გარდამომავალი, რომელსაც დიდი ხელმწიფება ჰქონდა. და განათდა დედამიწა მისი დიდებით. 2და დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, და გახდა ეშმაკთა სამკვიდრო და ყოველი უწმიდური სულის თავშესაფარი, და ყოველი უწმიდური და საძაგელი ფრინველის თავშესაფარი, #ესა 21:9; იერ 51:8; გცხ 14:8; ესა 13:21; იერ 50:39. 3რადგან მისი მეძაობის ვნების ღვინისაგან შესვა დედამიწის ყველა ერმა. დედამიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და ვაჭრები მათი ფუფუნების წყალობით გამდიდრდნენ.“ #ესა 23:17; იერ 51:7. 4და გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გაერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და წილს ნუ დაიდებ მის წყლულებში, #ესა 48:20; იერ 50:8; 51:6,45. 5რადგან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი. #დაბ 18:20,21; იერ 51:9. 6მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ, და ორმაგად მიაგეთ მის საქმეთამებრ. თასში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ. #ფს 137:8; იერ 50:29. 7რა ზომითაც განდიდდებოდა და ფუფუნებდა, იმ ზომით მიაგეთ ტანჯვა და წუხილი, რადგან ამბობდა თავის გულში: ‘დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და წუხილს არ ვიხილავ.’ #ესა 47:7-9. 8ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, წუხილი და შიმშილი, და ცეცხლში დაიწვება, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, მისი მსაჯული. 9იტირებენ და იგოდებენ მასზე დედამიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ფუფუნებდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს. 10მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო! რადგან ერთ საათში მოვიდა შენი სასჯელი.’ #ეზკ 26:16,17. 11დედამიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მასზე, რადგან აღარავინ იყიდის მათ საქონელს, #ეზკ 27:31,36. 12ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, არც ძვირფასი ხის, ბრინჯაოს, რკინისა და მარმარილოს ნაირგვარ ჭურჭელს, #ეზკ 27:12,13,22. 13დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, საქონელსა და ცხვარს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სულებს. 14შენი სულის სასურველი ნაყოფები წაგივიდა, ყველაფერი დიდებული და ბრწყინვალე დაგეკარგა და მათ ვეღარავინ იპოვის. 15ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომლებიც მისგან გამდიდრდნენ, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ. #ეზკ 27:31,36. 16და იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით შემკულო, 17რადგან ერთ საათში გატიალდა ესოდენი სიმდიდრე.’ და ყველა მესაჭე და ყველანი, ვინც ცურავს, და ზღვაოსნები, ვინც ზღვაზე შრომობენ, შორს გადგნენ #ესა 23:14; ეზკ 27:26-30. 18და როს დაინახეს მისი ხანძრის კვამლი, შეჰყვირეს და თქვეს: ‘რომელი ქალაქი ჰგავს ამ დიდ ქალაქს?’ #ეზკ 27:32. 19დაიყარეს მტვერი თავზე და გაჰკიოდნენ ტირილით და მოთქმით: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის დოვლათით გამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გატიალდა. #ეზკ 27:30-34. 20გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგან მოჰკითხა მათ ღმერთმა თქვენი სამართალი.’“ #რჯ 32:43; იერ 51:48. 21და ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარ იპოვიან. #იერ 51:63,64; ეზკ 26:21. 22მექნარეთა და მომღერალთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმის შენ შორის. ვერანაირი ხელობის ხელოსანს ვეღარ იპოვიან შენს შორის, და წისქვილის ხმა აღარ გაისმის შენს შორის. #ეზკ 26:13; ესა 24:8.#იერ 7:34; 25:10. 23სანთლის ნათელი აღარ გაგინათებს. სიძისა და სასძლოს ხმა აღარ გაისმის შენს შორის, რადგან შენი ვაჭრები დედამიწის დიდებულები იყვნენ და შენმა გრძნეულებამ შეაცდინა ყველა ერი. 24მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და დედამიწის ზურგზე ყველა მოკლულის სისხლი.“ #იერ 51:49.

Currently Selected:

Revelation 18: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in