YouVersion Logo
Search Icon

Revelation 14

14
1და ვიხილე და აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან 144 ათასი, რომელთაც შუბლზე აქვთ წარწერილი მისი სახელი და მისი მამის სახელი. #ეზკ 9:4; გცხ 7:3. 2და მომესმა ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა. და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, თავიანთ ქნარებზე რომ უკრავენ. 3ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა დედამიწისაგან გამოსყიდული 144 ათასისა. 4ეს ისინი არიან, რომლებიც არ შებილწულან დედაკაცებთან, რადგან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფნი ღმერთისა და კრავისათვის. 5და არ აღმოჩნდა მათ ბაგეში სიცრუე. უბიწონი არიან ისინი. #სოფ 3:13.
6და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება დედამიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად. 7ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღმერთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს.“ 8და სხვა ანგელოზი მოჰყვა მას და ამბობდა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე გარყვნილების ღვინო ასვა ყველა ერს.“#ესა 21:9; იერ 51:8; გცხ 18:2. 9და სხვა ანგელოზი მოჰყვა მათ და ამბობდა დიდი ხმით: „ვინც თაყვანს სცემს მხეცს და მის ხატს და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, 10ის შესვამს ღმერთის რისხვის ღვინოსაც, რომელიც მისი მრისხანების თასშია შემზადებული გაუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლში და გოგირდში წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. #ესა 51:17; დაბ 19:24; ეზკ 38:22. 11და მათი წამების კვამლი იდენს უკუნითი უკუნისამდე, და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატის თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც მიიღებს მისი სახელის ნიშანს.“#ესა 34:10. 12აქ არის წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღმერთის მცნებებს და იესოს რწმენას. 13და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა – „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში მოკვდებიან.“ „დიახ,“ – ამბობს სული, – „რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან, რადგან მათი საქმეები თან მიჰყვებიან მათ.“
14და აჰა, ვიხილე: თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე მჯდომი კაცის ძის მსგავსი. თავზე ოქროს გვირგვინი ჰქონდა და ხელში – ბასრი ნამგალი. #დან 7:13. 15და სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: „გაგზავნე შენი ნამგალი და მომკე, რადგან დადგა მკის ჟამი, რადგან მოწეულია სამკალი დედამიწაზე.“ #იოლ 3:13. 16გადმოაგდო ღრუბელზე მჯდომმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოიმკა დედამიწა. 17და სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია, და მასაც ბასრი ნამგალი ჰქონდა. 18და კიდეევ სხვა ანგელოზი გამოვიდა სამსხვერპლოდან, მას ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: „გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე დედამიწის ვაზის მტევნები, რადგან დამწიფდა მათი მარცვლები.“ 19და გადმოაგო ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოკრიფა დედამიწის ვაზების მტევნები და ჩაყარა ღმერთის რისხვის დიდ საწნახელში. 20და დაიწნეხა საწნახელი ქალაქის გარეთ და გადმოედინა საწნახლიდან სისხლი, რომელიც აღწევდა ცხენების აღვირებამდე, 1600 სტადიონზე. #ესა 63:3; გოდ 1:15; გცხ 19:15.

Currently Selected:

Revelation 14: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in