YouVersion Logo
Search Icon

Micah 4

4
1უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთათა თავში დამყარდება უფლის სახლის მთა, ბორცვებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები. 2მოვლენ უამრავი ხალხები და იტყვიან: წამო, ავიდეთ უფლის მთაზე და იაკობის ღვთის ტაძარში, რომ გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებითო. რადგან სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა. 3განიკითხავს ის სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე. თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბებს – ნამგლებად. ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან.#ესა 2:4; იოლ 3:10. 4ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგე ლაპარაკობს ამას.#ზაქ 3:10. 5რაკი ყოველი ხალხი თავისი ღმერთის სახელით დადის, ჩვენც ვივლით უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით საუკუნოდ. 6იმ დღეს, – ამბობს უფალი, – შევკრებ ხეიბართ და თავს მოვუყრი განდევნილთ, და მათ, რომელთაც მე დავატეხე უბედურება. 7ნატამალად დავტოვებ ხეიბართ და ძლიერ ხალხად გავხდი მოკვეთილებს. უფალი იქნება მათი მეფე სიონის მთაზე უკუნისამდე. 8შენ კი, ფარეხის გოდოლო, გორაკო სიონის ასულისა! შენამდე მოვა, დაგიბრუნდება წინანდელი ხელმწიფება, მეუფება დაუბრუნდება იერუსალიმის ასულს. 9ახლა რად გაჰყვირი ასე ხმამაღლა? განა მეფე არა გყავს შენ? იქნებ დაგეღუპა მრჩეველი, რომ კრუნჩხვები დაგმართნია მშობიარესავით? 10იტანჯე და იკვნესე, სიონის ასულო, მშობიარესავით, რადგან ახლა გახვალ ქალაქიდან და ველზე იცხოვრებ. ბაბილონამდე ივლი და იქ გადარჩები, იქ გამოგისყიდის უფალი, მტრების ხელიდან გამოგიხსნის. 11ახლა კი უამრავი ხალხი გყავს შემოსეული და ამბობენ: წაიბილწოსო და ჭვრეტდესო სიონს ჩვენი თვალი. 12მათ არ უწყიან უფლის ზრახვანი და ვერ ხვდებიან მის განაჩენს, რომ ძნებივით დაახვავა ისინი კალოზე. 13მიდექი და ლეწე, სიონის ასულო, რადგან რკინის რქებს დაგადგამ და ბრინჯაოს ჩლიქებს გაგიკეთებ, რომ გააცამტვერო უამრავი ხალხები და შესწირო უფალს მათი მონახვეჭი და მათი დოვლათი – მთელი ქვეყნიერების უფალს.

Currently Selected:

Micah 4: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in