YouVersion Logo
Search Icon

Malachi 2

2
1და ახლა, მღვდლებო, თქვენთვის არის ეს მცნება: 2თუ არ გაიგონებთ მას და გულში არ ჩაიდებთ, რათა პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – წყევლას მოვავლენ თქვენზე და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში. 3აჰა, წაგართმევთ მარჯვენას და სახეში მოგაყრით თქვენი შესაწირავების ნეხვს, სადღესასწაულო მსხვერპლების ნეხვს, და მასთან ერთად გამოგყრიან თქვენ. 4მაშინ მიხვდებით, რომ მე მოგივლინეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –#რცხ 3:11-13. 5ჩემი აღთქმა მათდამი, იყო სიცოცხლისა და მშვიდობის აღთქმა, რომელიც მივეცი მათ, რათა მოკრძალება ჰქონოდათ ჩემი. და იყვნენ რიდით და კრძალვით ჩემდამი.#რცხ 25:12. 6ჭეშმარიტი რჯული იყო მათ პირში და უკეთურება არ იპოვებოდა მათ ბაგეებზე. მშვიდობით და სიმართლით დადიოდნენ ჩემს წინაშე და მრავალი მოაქციეს ბოროტებისგან. 7რადგან მღვდლის ბაგეები ცოდნას უნდა აღასრულებდნენ და ხალხი რჯულს მოელოდეს მისი პირიდან, რადგან ყოვლისშემძლე უფლის მოციქულია იგი. 8თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან და ბევრი დააბრკოლეთ თქვენი სწავლებით და შებღალეთ ლევიანთა აღთქმა, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. – 9მეც საძულველად გაგხდით და დაგამცირებთ ხალხის თვალში, რამეთუ არ დაიცავით ჩემი გზები და მიკერძოებას იჩენდით თქვენს სწავლებაში. 10განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? მაშ, რატომღა ვღალატობთ ერთმანეთს და ვბღალავთ ჩვენი წინაპრების აღთქმას? 11ღალატიანობს იუდა და სისაძაგლე ხდება ისრაელსა და იერუსალიმში: იუდამ უცხო ღმერთის ასულის შერთვით შებღალა სიწმიდე, რომელიც უფალს უყვარდა. 12დაე მოჰკვეთოს უფალმა იაკობის კარვებიდან ამის ჩამდენი კაცი – თუნდაც ძღვენის მიმტანი ყოვლისშემძლე უფლისადმი. 13აჰა, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლითა ფარავთ უფლის სამსხვერპლოს, ტირილითა და კვნესით, რადგან აღარ მოხედა თქვენს ძღვენს და კეთილგანწყობით აღარ იღებს თქვენი ხელიდან. 14თქვენ კი ამბობთ: რისთვისო? იმისთვის, რომ მოწამე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი ცოლი იყო აღთქმით. 15არავინ ჩაიდენს ამას, ვისაც კი სულის ნატამალი შერჩენია. რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომაც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ უღალატებთ სიყრმის ცოლს. 16რადგან მძულს გაყრა, – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი, – მსგავსად საკუთარი კალთის ვინმეზე ძალადობით გადამფარველისა, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – ამიტომაც გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით ღალატიანები. 17დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით. თქვენ კი კვლავ ამბობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ფიქრობთ: ყოველი ბოროტმოქმედი კეთილად უჩანსო უფალს და ისინი ეთნევიანო მას; ანდა რომ კითხულობთ: სად არის სამართლიანი ღმერთიო?

Currently Selected:

Malachi 2: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in