YouVersion Logo
Search Icon

Habakkuk 3

3
1აბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად. 2უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუაძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი გახსოვს შეწყალება. 3თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა – ფარანის მთიდან. დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა. 4დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება. 5შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი. 6შედგა და გათელა მიწა, გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები. გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი. 7განსაცდელში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები. 8ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს – შენი მძვინვარება და ზღვას – შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი? 9შენ გააშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა. 10დაგინახეს და შედრკნენ მთები. გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები. 11მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში. შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე. 12რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომით თელავ ხალხებს. 13შენი ერის გამოსახსნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად. ჭერი ჩაუნგრიე უკეთურის სახლს, ფუძიდან სახურავამდე გააშიშვლე. 14თავი გაუპე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ხარობდნენ იმ ფიქრით, თითქოს ბედშავს იდუმალ ჩაყლაპავდნენ. 15შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები. 16გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყეს ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი. მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვად თავს დაესხმიან. 17თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, 18მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. 19უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს გორაკებს მომატარებს. (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე).#2მფ 22:34; ფს 18:33.

Currently Selected:

Habakkuk 3: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in