YouVersion Logo
Search Icon

Revelation 9

9
1და მეხუთე ანგელოზმა დააყვირა და ვიხილე ციდან დედამიწაზე გადმოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჯურღმულისა. 2და გახსნა მან უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ქურის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან. #დაბ 19:28. 3და კვამლიდან გამოვიდნენ კალიები მიწაზე და მიეცა მათ ხელმწიფება, როგორი ხელმწიფებაც აქვთ მიწის მორიელებს. #გამ 10:12-15. 4და ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ მიწის ბალახი, არც რაიმე სიმწვანე და არც რომელიმე ხეთაგან, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღმერთის ბეჭედი. #ეზკ 9:4. 5და მიეცა მათ ნება, არ დაეხოცათ ისინი, არამედ ეწამებინათ ხუთ თვეს. და მათი წამება ჰგავს მორიელისაგან წამებას, როდესაც კბენს ადამიანს. 6იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ ჰპოვებენ მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ. #იობ 3:21; იერ 8:3.
7შესახედაობით კალიები ჰგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს. თავზე თითქოს გვირგვინები ედგათ, ოქროს მსგავსი. მათი სახეები – როგორც ადამიანთა სახეები. #იოლ 2:4. 8თმები დედაკაცთა თმებივით ჰქონდათ, და კბილები – ლომის კბილებივით. #იოლ 1:6. 9და ჯავშანი რკინის ჯავშანივით ჰქონდათ, და იყო მათი ფრთების ხმა მრავალი ეტლისა და ცხენის გრიალივით, საომრად რომ მიქრიან. #იოლ 2:5. 10და კუდები ჰქონდათ მორიელთა მსგავსი, და კუდებში – ნესტრები; კუდებში ჰქონდათ ძალა ადამიანთა საწამებლად ხუთ თვეს. 11და ჰყავდათ მეფედ უფსკრულის ანგელოზი, რომლის სახელი ებრაულად არის აბადდონი, ხოლო ბერძნულად – აპოლიონი.
12ერთი ვაება წავიდა, და აჰა, მოდის კიდევ ორი სხვა ვაება მის შემდეგ.
13და მეექვსე ანგელოზმა დააყვირა და გავიგონე ღმერთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს ოთხი რქისაგან ერთის ხმა, #გამ 30:1-3. 14რომელიც ეუბნებოდა მეექვსე საყვირის მქონე ანგელოზს: „ახსენი ოთხი ანგელოზი, რომლებიც დაბმულნი არიან დიდ მდინარე ევფრატზე.“ 15და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომლებიც მზად იყვნენ ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელიწადს ადამიანთა მესამედის დასახოცად. 16ცხენოსანი მხედრობის რიცხვი იყო 200 ათასჯერ ათასი და გავიგონე მათი რიცხვი. 17და ამგვარად ვიხილე ჩვენებაში ცხენები და მათზე ამხედრებულნი, რომელთაც ეცვათ ცეცხლის, იაკინთისა და გოგირდის ფერის ჯავშნები, და ცხენის თავები იყო, როგორც ლომთა თავები, და მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. 18ამ სამი წყლულისაგან: ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რომლებიც მათი პირიდან გამოდიოდა, დაიხოცა ადამიანთა მესამედი. 19რადგან ცხენების ძალა მათ პირშია და მათ კუდებში. მათი კუდები ჰგვანან გველებს, და აქვთ თავები, რომლებითაც ხალხს ვნებენ.
20დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი, არ შეწყვიტეს თაყვანისცემა დემონებისა და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, ქვისა და ხის კერპებისა, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული. #ფს 134:15-17; დან 5:23. 21და არ მოინანიეს ჩადენილი მკვლელობები, არც გრძნეულებანი, არც გარყვნილებანი, არც ქურდობანი.

Currently Selected:

Revelation 9: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in