YouVersion Logo
Search Icon

Revelation 21

21
1და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგან პირველი ცა და პირველი მიწა გარდავიდნენ, და ზღვა აღარ იყო. #ესა 65:17; 66:22; 2პტ 3:13. 2და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, გარდამომავალი ციდან ღმერთისგან, გამზადებული, როგორც ქმრისათვის შემკული სასძლო. #ესა 52:1; 61:10; გცხ 3:12. 3და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის სავანე კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათთან, ისინი იქნებიან მისი ხალხი და თავად ღმერთი იქნება მათთან. #ეზკ 37:27; ლევ 26:11,12. 4და მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“#ესა 25:8; 35:10; 65:19.
5და თქვა ტახტზე მჯდომმა: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს.“ და მეუბნება: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია.“ 6და მითხრა მე: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ. #ესა 55:1. 7გამარჯვებული დაიმკვიდრებს ყველაფერ ამას და მე ვიქნები მისთვის ღმერთი და იგი იქნება ჩემი ძე. #ფს 88:27,28. 8ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, გარყვნილთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლში და გოგირდში, რაც მეორე სიკვდილია.“
9და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სძალს, კრავის ცოლს.“ 10ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე და მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, გარდამომავალი ციდან ღმერთისაგან, #ეზკ 40:2. 11ღმერთის დიდებით მოსილი. მისი ნათება იყო მსგავსი პატიოსანი ქვისა, იასპისა – ბროლივით კრიალასი. 12ჰქონდა გალავანი, დიდი და მაღალი, ჰქონდა 12 კარიბჭე და კარიბჭეებზე 12 ანგელოზი და ზედ წარწერილი სახელები ისრაელის ძეთა 12 ტომისა. #ეზკ 48:30-35. 13აღმოსავლეთიდან სამი კარიბჭე, ჩრდილოეთიდან სამი კარიბჭე, სამხრეთიდან სამი კარიბჭე და დასავლეთიდან სამი კარიბჭე. 14ქალაქის გალავანს ჰქონდა 12 საძირკველი და მათზე იყო კრავის 12 მოციქულის სახელები.
15ჩემთან მოლაპარაკეს ჰქონდა გასაზომად ოქროს ლერწამი, რათა გაეზომა ქალაქი, მისი კარიბჭეები და მისი გალავანი. #ეზკ 40:3. 16ქალაქი ოთხკუთხედად ძევს. და მისი სიგრძე სიგანის ტოლია. და გაზომა მან ქალაქი ლერწმით 12 ათასი სტადიონი. და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ტოლი იყო. 17და გაზომა მისი გალავანი 144 წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაც არის. 18მისი გალავნის ნაგებობა იასპის იყო, ხოლო ქალაქი – შუშასავით მოელვარე წმიდა ოქროსი. #ესა 54:11,12. 19ქალაქის გალავნის საძირკვლები შემკულია ყოველნაირი ძვირფასი ქვებით. პირველი საძირკველი იყო იასპი, მეორე – საფირონი, მესამე – ქალკიდონი, მეოთხე – ზურმუხტი, 20მეხუთე – სარდონიქსი, მეექვსე – სარდიონი, მეშვიდე – ქრიზოლითი, მერვე – ბივრილი, მეცხრე – ტოპაზი, მეათე – ქრისოპრასი, მეთერთმეტე – იაკინთი, მეთორმეტე – ამეთვისტო. 2112 კარიბჭე – 12 მარგალიტია. ყოველი კარიბჭე თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა – შუშასავით მოელვარე სუფთა ოქრო.
22ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი. 23ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღმერთის დიდება ანათებს მას და კრავია მისი სანთელი. #ესა 60:19,20. 24ხალხები ივლიან მის ნათელზე, და დედამიწის მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას. #ესა 60:3. 25მისი კარიბჭეები დღისით არ დაიკეტება, რადგან ღამე არ იქნება იქ. #ესა 60:11. 26და მიიტანენ იქ ერების დიდებასა და პატივს. 27და ვერ შევა მასში უწმიდური და ვერც სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილნი არიან კრავის სიცოცხლის წიგნში. #ესა 52:1; ეზკ 44:9.

Currently Selected:

Revelation 21: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in