YouVersion Logo
Search Icon

Revelation 20

20
1და ვიხილე ზეციდან გადმომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ჰქონდა უფსკრულის კლიტე და დიდი ჯაჭვი. 2და შეიპყრო ურჩხული, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. #დაბ 3:1. 3და ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა ვეღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი უნდა აეშვას მცირე ხნით.
4ვიხილე ტახტები და მათზე მსხდომნი, და მათ მიეცათ სამსჯავრო. და ვიხილე იესოს მოწმობისა და ღმერთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატს და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლზე და ხელზე. და გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს. #დან 7:9,22. 5დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა. 6ნეტარნი და წმიდანი არიან ისინი, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მათზე ხელმწიფება არა აქვს მეორე სიკვდილს, არამედ იქნებიან ისინი მღვდლები ღმერთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს.
7და როდესაც შესრულდება ათასი წელი, აეშვება სატანა თავისი საპყრობილიდან 8და გამოვა, რათა შეაცდინოს ერები დედამიწის ოთხივე კუთხეში – გოგი და მაგოგი – და შეკრიბოს ისინი საბრძოლველად; მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა. #ეზკ 7:2; 38:2,9,15. 9და ამოვიდნენ დედამიწის ზურგზე, გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკს და საყვარელ ქალაქს. და გადმოვიდა ცეცხლი ციდან და შთანთქა ისინი. 10ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი, და დაიტანჯებიან ისინი დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე.
11და ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, რომლის სახესაც გაურბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. #დან 7:9,10. 12და ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ. და წიგნები გადაშლილი იყო. სხვა წიგნიც გადაიშალა, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და განისაჯნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათ საქმეთამებრ. 13და გადასცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები, და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა გადასცეს მათში მყოფი მკვდრები, და თითოეული გასამართლდა მის საქმეთამებრ. 14და სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი: ცეცხლის ტბა. 15და ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.

Currently Selected:

Revelation 20: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy